VIDEO: დუბაიში ქოლ-ცენტრების საქმეზე ალბანელი მულტიმილიონერი დააკავეს - რა კავშირი აქვს დავით კეზერაშვილთან?

ქოლ-ცენტრები

მილტონ ჯგუფი ისევ საერთაშორისო სკანდალში ეხვევა. "ბიბისის" საგამოძიებო ფილმში, მისტერ ოფშორად წოდებული დავით კეზერაშვილის შემდეგ, პენსიონერების ძარცვის მასშტაბურ სქემაში, გამოძიება კიდევ ერთ მთავარ მოქმედ ფიგურაზე გადის.

ეს ალბანელი ბიზნესმენი ამანთ ჯოსიფია. სახელი და გვარი, ერთი შეხედვით, ბევრს არაფერს გვეუბნება, რომ არა მისი კავშირები ქოლცენტრების ტრანსნაციონალურ დანაშაულთან. 33 წლის მულტიმილიონერი, დუბაიში ესპანეთის მოთხოვნით დააკავეს და ახლა მადრიდში ექსტრადიციას ელოდება. ირკვევა, რომ ალბანეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა 17 ათასი მოქალაქე დააზარალა, ჯამში კი პენსიონერებისგან ორ მილიარდ-ნახევარი ევრო მოიპარა. ყველაზე დიდი ესპანური გამოცემის "ელ პაისის" ფურცლებზე გამოჩნდა ცნობები და სქემაც, რომლის კვალი საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან მიდის.

 

ქოლცენტრების ქსელის თანამშრომლებმა პენსიონერებისგან თაღლითობით მიღებული მრავალმილიონიანი მოგება პომპეზურად აღნიშნეს. ფოტო, რომელიც "ბიბისის" საგამოძიებო ფილმში მოხვდა, არაერთ ფაქტს ააშკარავებს და ერთმანეთთან ბევრ პიროვნებას აკავშირებს. მათ შორის, ქოლცენტრების უკრაინული ქსელის ლიდერად მოხსენიებულ დავით თოდუასა და ამავე ქსელის ალბანური ფილიალის "ბოსს" ამანთ ჯოსიფს.

საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებით დადგენილია, რომ დავით თოდუას მჭიდრო კავშირები აქვს საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ის უკრაინაში, დავით კეზერაშვილთან ერთად რამდენიმე კომპანიას ფლობს. ერთ-ერთი კომპანიის მეწილე კი "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილია.

დავით თოდუა, დავით კეზერაშვილის მსგავსად ისრაელისა და საქართველოს მოქალაქეა. ყოფილი მაღალჩინოსნის მსგავსად, ამჟამად ისიც კვიპროსში ცხოვრობს. სწორედ კვიპროსში იმყოფებოდა პეტრე ცისკარიშვილი. რა კავშირი აქვს მას უკრაინაში, დავით თოდუას ბიზნესთან და რა იცის დუბაიში ალბანელი მულტიმილიონერის დაკავებაზე? -კურიერი P.S-მა ცისკარიშვილს ამ კითხვით მიმართა, თუმცა ლარნაკადან დაბრუნებულმა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა არ გვიპასუხა. თავად კეზერაშვილი კი ბრალდებებს უარყოფს და "ბიბისის" საგამოძიებო ფილმის გამო უჩივლა.

ასევე დაგაინტერესებთ:

ქართული მაფიის მასშტაბური შეკრება ხორვატიაში - რა კავშირშია თბილისის ციხეში მომხდარი დაპირისპირება

სოციალურ ქსელში დაწყებული კონფლიქტი - თბილისის ცენტრში, 19 წლის ბიჭი თანატოლმა დანის ერთი დარტყმით მოკლა

ვინ არის პირველი პაკისტანელი გოგო, რომელიც „მის მსოფლიოზე“ ქვეყანას წარადგენს