ვინ არის პირველი პაკისტანელი გოგო, რომელიც „მის მსოფლიოზე“ ქვეყანას წარადგენს

მის პაკისტანი

24 წლის ერიკა რობინი „მის სამყაროს“ კონკურსზე პაკისტანს წარადგენს. თუმცა პაკისტანში ახალ ამბავს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ერიკა წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც არ უჭერს მხარს სილამაზის კონკურსებს, განსაკუთრებით მუსლიმთა უმრავლესობაში. კონკურსის 72-წლიან ისტორიაში პაკისტანს არასოდეს დაუსახელებია წარმომადგენელი მის სამყაროზე. 

„ძალიან მიხარია, რომ კონკურსზე პაკისტანს წარმოვადგენ. მაგრამ მე არ მესმის, საიდან მოდის ამდენი უარყოფითი რეაქცია. არასდროს გავაკეთებ ისეთ რამეს, რაც ჩემი ქვეყნის რეპუტაციას ზიანს მიაყენებს.“ - ამბობს რობინი.

თუმცა, იმის ნაცვლად, რომ გლობალურ პლატფორმაზე მისი წარმატება გახარებოდათ, პაკისტანში რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის პოლიტიკოსებმა და რელიგიურმა ლიდერებმა, განაცხადეს, რომ ღონისძიება შეურაცხმყოფელი იყო ქვეყნისთვის. 

წყარო: