მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
პოლიციამ კრიმინალური დაჯგუფების 14 წევრი დააკავა.
ამოღებულია 105 კგ კოკაინი და ნაღდი ფული 280 000 ევროს ოდენობით. როგორც ირკვევა, კრიმინალური დაჯგუფების მთავარი მეთაური ცნობილი ექიმია.
შემთხვევა საბერძნეთის ქალაქ სალონიკში მოხდა.
ადგილობრივი მედია წერს, რომ უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკი სპეციალურად იყო დაფასოებული და მას ბანანად ასაღებდნენ.
კოკაინის ღირებულება, რომლის გაყიდვასაც კრიმინალური დაჯგუფება აპირებდა, 11 მილიონი ევროა.
რაც შეეხება ექიმს, მისი ვინაობა პოლიციისთვის ცნობილია.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.