ტელეფონის გაჩხრეკისას ბავშვების პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოები და ვიდეოები აღმოუჩინეს... - გერმანიაში 53 წლის ქართველი დააკავეს

გერმანიის პოლიცია

გერმანიაში, ნეურიედში 53 წლის ქართველი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bild-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მოქალაქე მანქანით მგზავრობისას პოლიციამ გააჩერა, მის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი კი ყალბად მიიჩნია. მოგვიანებით, ფედერალური პოლიციის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ კაცი იმიგრაციის კანონის დარღვევისთვის იძებნებოდა.

გამოცემა წერს, რომ დაკავებულის ტელეფონის გაჩხრეკისას ბავშვების პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოები და ვიდეოები აღმოაჩინეს.

ოფენბურგის პროკურატურის მოთხოვნით, 53 წლის ქართველი ოფენბურგის რაიონული სასამართლოს გამომძიებელი მოსამართლის წინაშე წარსდგა. მოსამართლემ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.