სად ქრება მინდია ლავასოღლის კვალი - რა ინფორმაცია აქვს მის ადვოკატს

მინდია

ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი მინდია ლავასოღლი ალბანეთის პოლიციამ ქალაქ ტირანაში 2023 წლის 7 თებერვალს დააკავა. 

ლავასოღლი უკრაინელი მოქალაქის ყალბი პასპორტით სხვა სახელი და გვარით ცხოვრობდა.

ადგილობრივი პოლიცია წერდა, რომ მიმდინარეობდა მინდია გორაძის საქართველოში ექსტრადიციის პროცედურა. 

თუმცა, მას შემდეგ ქართველი „კანონიერი ქურდის“ კვალი ქრება და მასზე რაიმე ცნობა არც ადგილობრივ მედია საშუალებას არ გაუვრცელებია.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა სად იმყოფება ახლა ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტი“ და ამ კითხვით მის ადვოკატს გელა ნიკოლეიშვილს მიმართ.

„სამწუხაროდ არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია, სად იმყოფება ახლა მინდა გორაძე. რამდენჯერმე ვცადე გამეგო, მაგრამ პროკურატურიდან არანაირი ცნობა არ მაქვს. არ მქონია კონტაქტი არც ალბანეთში ადგილობრივ რომელიმე უწყებასთან და არც ოჯახთან“, - ამბობს ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი.