საბერძნეთში ქართველს 12 ტყვია ესროლეს - მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა

saberdznetis policia

მკვლელობის მცდელობა საბერძნეთში - 41 წლის ქართველ კაცს 12 ტყვია ესროლეს. შემთხვევა საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ კომოტინში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. კაცს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ქალაქის საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების თქმით, რამდენიმე ტყვია მას გულ-მკერდის არეში მოხვდა, რის გამოც ჯანმრთელობის სტატუსის შეფასება რთულია და შესაძლოა, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიცია დამნაშავეებს ეძებს.