რატომ გაიმეტა მამაკაცმა მეგობარი ქალი - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

policiis lenti

მკვლელობა კახეთში - უზბეკეთის მოქალაქე მეგობარმა მამაკაცმა სავარაუდოდ ქონების დაუფლების მიზნით მოკლა და ცხედარი მდინარე იორში დამალა.

გარდაცვლილის ცხედარი მდინარეში გამვლელებმა შენიშნეს. როგორც შემდეგ გაირკვა, ქალს მრავლობითი დაზიანება აქვს მიყენებული, მათ შორის თავის არეშიც.

ქალის ცხედარი დამნაშავემ მდინარე იორში კვალის დაფარვის მიზნით გადააგდო, მაგრამ სავარაუდო მკვლელის ვინაობა მალევე გაირკვა. ის მოკლულის მეგობარი მამაკაცი, გაბრიელ ხოხობაშვილია. გამოძიების ვერსიით, მან ჟანბოტა ტოლებენი სიკვდილისთვის ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის გამო გაიმეტა. მკვლელობის იარაღი ბლაგვი საგანი - აგურია.

"კურიერის" ინფორმაციით, მკვლელსა და მოკლულს მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებდათ. ერთად ჯერ უზბეკეთში ცხოვრობდნენ, ახლა კი ცხოვრების გაგრძელებას საქართველოში აპირებდნენ. ვრცელდება ვარაუდი, რომ კაცმა ქალი ქონების დაუფლების მიზნით მოკლა.

უმძიმესი დანაშაულის ჩადენისა და ცხედრის მოშორების შემდეგ გაბრიელ ხოხობაშვილი მიიმალა. ის პოლიციამ მალევე დააკავა. გამოძიების პროცესში კი, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.

გაბრიელ ხოხობაშვილს ბრალი ხვალ დაუზუსტდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 48 წლის მამაკაცს 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ცნობილია, რა უთხრა გარდაცვლილი 12 წლის გოგოს დედას ახალგაზრდამ, რომელმაც ტრაგედიის ადგილთან ჩაიარა - საქმის ახალი დეტალები

👉 მომდევნო ერთი თვის ამინდის პროგნოზი - ზაფხული იწყება!

👉 VIDEO: კადრები, რომლებიც ეთერში არ გასულა - რა მოხდა „american idol-ის“ კუსილებში ნუცას გამოსვლის დროს