რას ჰყვებიან ადგილობრივები კახეთში მომხდარ მკვლელობაზე - მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ცნობილია

მკვლელობა კახეთში

ღამით, თელავის მუნიციპალუტეტის სოფელ ლალისყურში მკვლელობა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთად შეკრებილ თანასოფლელებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რაც რამდენიმე გასროლის შემდეგ ტრაგედიით დასრულდა.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თანასოფლელი მოკლა, მეორე კი მძიმედ დაჭრა.

დაჭრილი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში მიყვანისას გარდაიცვალა. გარდაცვლილები არიან არჩილ გაწირიძე და კახა ზათიაშვილი.

 

 

პირი, რომელიც ორი თანასოფლელის მკვლელობაშია ბრალდებული, მიიმალა და მას პოლიცია ეძებს. ადგილობრივების თქმით, ის თამაზ წიქარაძეა.

ადგილობრივების თქმით, მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი მოკლულის შვილის ნათლიაა. ტრაგედიის ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

„რომ გამოვედი ვნახე ორი კაცი სისხლში ცურავდა. ერთი უკვე გარდაცვლილი იყო. მეორე ჯერ ისევ ცოცხალი. ხალხი გამორბოდა, დავიყვირე სასწრაფოში დარეკეთ-მეთქი“,- ამბობს პირი, რომელიც მომხდარიდან შემთხვევის ადგილზე პირველი მივიდა.

სოფელ ლალისყურში ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.