"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
იტალიაში, ნეაპოლში 31 წლის ქართველი დააკავეს.
ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ქართველმა კაცმა ორი ტელეფონი მოიპარა, რის გამოც მეპატრონესთან კონფლიქტი ჰქონდა. ადგილზე პოლიციის მისვლისთანავე ქართველი გაიქცა და ერთ-ერთ სახლში დაიმალა.
სამართალდამცველები გაქცეულს დაედევნნენ და მისი დაკავება სცადეს, რა დროსაც საქართველოს მოქალაქე პოლიციელს თავს დაესხა.
სამართალდამცველებმა 31 წლის ქართველი ქურდობისა და პირისთვის ფიზიკური დაზიანების მიყენებისთვის დააკავეს.