მაღალჩინოსანს, რომელმაც ჯარისკაცებს კბილის ჯაგრისით საპირფარეშო ახეხინა, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ციხე

პროკურატურის ინფორმაციით, შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელმაც „დასჯის მიზნით“ ჯარისკაცებს კბილისა და ფეხსაცმლის ჯაგრისებით საპირფარეშოები ახეხინა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქმე ეხება გასულ წელს, ე.წ. იაღლუჯას ბაზაზე მომხდარ შემთხვევებს.

„სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წელს, სხვადასხვა პერიოდში, შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ქვეგანყოფილების ცვლის უფროსმა გ.ბ.-მ ორ სამხედრო მოსამსახურეს მძიმე ჩაფხუტებით და ჯავშანჟილეტებით აღჭურვილ მდგომარეობაში და პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სხვა სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით აიძულა ყაზარმის ტერიტორიის გახეხვა.

გარდა ამისა, 2020 წელს, სხვადასხვა პერიოდში, იმავე ბრალდებულმა, ორ სამხედრო მოსამსახურეს პირადი ღირსების შეურაცხყოფით სხვა სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით აიძულა ყაზარმის ტერიტორიის გახეხვა“, - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ამავე საქმეზე ბრალდებული კიდევ ერთი მაღალჩინოსანი 2021 წლის 13 დეკემბერს, ნაფიცმა მსაჯულებმა გაასამართლეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.