ლაშა ოჩამჩირსკის გარემოცვამ უკრაინის ჯარს 5 მილიონი ჩაურიცხა, თუმცა ის მაინც პატიმრობაში დარჩა

lasha svani

კანონიერი ქურდი "ლაშა სვანი" გენერალური პროკურორის მოადგილის დაკავებით გაგრძელდა. უმკა აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩა... 

კრიმინალური ავტორიტეტის გავლენის გავრცელებაში ეჭვმიტანილი 48 წლის ქართველი, ლაშა ჯაჭვლიანი, რომელიც კრიმინალურ წრეებში ცნობილია, როგორც ე.წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად ლაშა სვანი, იგივე ლაშა ოჩამჩირსკი, უკრაინის ციხეში სასჯელს იხდის. 

ამის შესახებ ინფორმაციას Detective-Info ავრცელებს. 

მისი თქმით, შესაბამისი დადგენილება 2022 წლის მარტის ბოლოს, უკრაინის სსსკ-ის 615-ე მუხლში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილების გათვალისწინებით, გენერალური პროკურორის მოადგილემ იჰორ მუსტეტსმა დაამტკიცა.

„ლაშა სვანი“ ქალაქ დნიპროში 2021 წლის მაისში დააკავეს.

მიმდინარე წლის მარტის შუა რიცხვებში, მისი გარემოცვა ცდილობდა ამ „ღირსეული“ კაცის პატიმრობიდან გათავისუფლებას. ამ მოტივით, მათ 5 მილიონი გრივნა, როგორც საქველმოქმედო შენატანი, უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებისთვის გადარიცხეს.

როგორც Detective-Info-თვის გახდა ცნობილი, შესაბამისი თანხები გადაირიცხა, თუმცა სასამართლომ ჯაჭვლიანის სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ერთ-ერთი ვერსიით, ეს იმის გამო მოხდა, რომ გენერალური პროკურატურის ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა, პროკურორის მოადგილემ, კრიმინალური ავტორიტეტის გარემოცვისგან დამატებით, 5 მილიონი  გრივნა ქრთამის სახით აიღო და საქმეში კორუფციული ნიშნები გაჩნდა.

კრიმინალური ავტორიტეტის პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით, „არაფორმალური შეთანხმების მომსახურებისთვის“ თანხის გადახდის შესახებ ზემდგომებმა შეიტყვეს.

რაც შეეხება ლაშა ოჩამჩირსკის თანამზრახველს, კიდევ ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს - ზაპოროჟიეს რაიონის მკვიდრს, 48 წლის სერგეი ოლიინიკს, რომელიც ასევე, კანონიერი ქურდის სტატუსით არის კრიმინალურ წრეებში ცნობილი, მეტსახელად  - უმკა, იგივე უმკა დნიპროვსკი, მის მიმართ მაშინ, პოლიციას ასეთი პრინციპული დამოკიდებულება არ გამოუვლენია. უმკას წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიება არ მოუთხოვიათ. 

ცნობისთვის, უკრაინელმა სამართალდამცველებმა ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე კრიმინალური „ავტორიტეტი“, მათ შორის, ქართველი „კანონიერი ქურდი“ ლაშა ჯაჭვლიანი (ლაშა სვანი) დააკავეს. 

 დაკავების სპეცოპერაცია უკრაინის ერთ-ერთ სასტუმროში ჩატარდა.

„ეს პირები კრიმინალურ დაჯგუფებებს და სახელმწიფოში თავიანთი წარმომადგენლების მეშვეობით აკონტროლებდნენ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს ქმნიდნენ, მათ ახალ დანაშაულებს ავალებდნენ და მოქალაქეებისთვის დამატებით საფრთხეს ქმნიდნენ”, – წერდა უკრაინის ეროვნული პოლიცია. 

ჯაჭვლიანთან ერთად დაკავებული იყო კიდევ ერთი გავლენიანი ე.წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად უმკა. აღნიშნული პირები კრიმინალებს ერთდროულად რამდენიმე რეგიონში – დნეპროპეტროვსკში, ოდესაში, ნიკოლაევში, ზაპოროჟიესა და დასავლეთის რეგიონის ნაწილში აკონტროლებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა ჯაჭვლიანი უკრაინის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიმინალური „ავტორიტეტია“.