„ლაგუნა ვერესთან“ მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

ლენტი

„ლაგუნა ვერესთან“ მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმის შეუტყობინებლობის ბრალდებით სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარედ განთავსებულ ერთ-ერთი ორგანიზაციის ოფისში მომხდარ მკვლელობის და დაჭრის ფაქტს თანმხლებ პირებთან ერთად შეესწრო, თუმცა სამართალდამცველებს აღნიშნული დანაშაულების შესახებ არ შეატყობინა, არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 2 აპრილს თბილისში მომხდარი 2 პირის მკვლელობის და რამდენიმე პირის დაჭრის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კიდევ 1 პირი - 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარედ განთავსებულ ერთ-ერთი ორგანიზაციის ოფისში მომხდარ მკვლელობის და დაჭრის ფაქტს თანმხლებ პირებთან ერთად შეესწრო, თუმცა სამართალდამცველებს აღნიშნული დანაშაულების შესახებ არ შეატყობინა, არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სულ 9 პირი დააკავა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 117 მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.