ფოტოზე არიან გია „დლინნი“, დათო „ტაშკენტსკი“ და ევგენი ვასინი - რა არის მათ შესახებ ცნობილი

კრიმინალი

ამ ექსკლუზიურ ფოტოზე სამი გავლენიანი „კანონიერი ქურდია“ - გია დაიაკვნიშვილი მეტსახელად „დლინნი“, დათო ციხელაშვილი მეტსახელად „ტაშკენტსკი“ და ევგენი ვასინი.

1951 წელს დაბადებული ევგენი ვასინი წლების განმავლობაში ერთ-ერთი გავლენიან „კანონიერ ქურდად“ ითვლებოდა. მას მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებდა მოსკოვისა და ტაშკენტის „კრიმინალურ წრეებთან“, ასევე „ქართველ ავტორიტეტებთან“, რომელთა შორისაც იყვნენ გია „დლინნი“ და დათო „ტაშკენტსკი“.

ფოტო 90-იან წლებში, „კრიმინალური დაპირისპირების“ პიკშია გადაღებული, როდესაც ყოფილ საბჭოთა სივრცეში გავლენებისთვის ბრძოლა განსაკუთრებით გამწვავდა. 

ვასინი ამბობდა, რომ „კრიმინალურ სამყაროში“ მისი აღმოჩენა შემთხვევითობა იყო - „არასწორ დროს, არასწორ ადგილას“.

ვასინი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 2001 წელს გარდაიცვალა. 

რაც შეეხება ქართველ „კანონიერ ქურდებს“ - გია დაიაკვნიშვილის სახელი ბოლოს მედიაში 2022 წელს გაჟღერდა, როდესაც იგი მოსკოვში საკუთარ სახლში დაჭრილი იპოვეს. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტყვიამ გია „დლინნის“ თვალბუდე გაუხვრიტა.

ხოლო, დათო ციხელაშვილი მეტსახელად „ტაშკენტსკი“ დაიბადა 1951 წლის 12 იანვარს, დედა უზბეკი ჰყავდა. 16 წლის ასაკში ციხელაშვილი ოჯახთან ერთად ტაშკენტში გადავიდა, სადაც ის სახელმწიფო ქონების ქურდობისთვის დაიჭირეს. ასაკის გამო კი არასრულწლოვანთა კოლონიაში სამი წელი მიუსაჯეს.  ციხელაშვილი „კანონიერ ქურდად“ 35 წლის ასაკში „აკურთხეს“.