Exclusive: „ცოლმა უღალატა, ცოლის საყვარელმა კი მოკლა“ - საფრანგეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის დეტალები

მოკლეს

10 თვის წინ საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე გაუჩინარდა. მას შემდეგ ახალგაზრდა კაცს მისი ოჯახი და მეგობრები ეძებდნენ. 

სამართალდაცავებმა 30 წლის ელბრუს გარაჯაევის ბურუსით მოცული გაუჩინარების საქმე გახსნეს. დააკავეს 6 პირი, რომელთაგან სამს ავტომობილის დაწვას, სამს კი განზრახ მკვლელობას ედავებიან.

„პრაიმტაიმმა“ მომხდარი მკვლელობის ექსკლუზიური დეტალები გაარკვია. 

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა კაცის მკვლელობის მოტივი ცოლზე ეჭვიანობა გახდა.

მოკლულის ძმა ელვარ გარაჯაევი გვიყვება, როგორ მოკლეს მისი ძმა, შემდეგ კი დანაშაულის დაფარვის მიზნით გარდაცვლილის ცხედარი რამდენჯერმე სხვადასხვა ადგილას გადაიტანეს. 

„ცოლი ახლოს არ უშვებდა, არც სახლში. უკვე 5-6 თვის ფეხმძიმე იყო, აღარ ჰქონდა ჩემს ძმასთან კონტაქტი. მარტში 15-დან 20 რიცხვამდე აიღო შვებულება. მე დილიდან საღამომდე ვმუშაობდი და შემდეგ გავიგე, რომ უთვალთვალებდა თავის ცოლს, ეჭვი ჰქონდა ალბათ რაღაც.. დაურეკა ელჩინს, კაცს რომელზეც ჰქონდა ეჭვი და დაუთქვა შეხვედრა. ელჩინმა შეცვალა შეხვედრის ადგილი და დაიბარა გარაჟში, ხელოსანი ყოფილა მანქანის. როცა მივიდა მასთან ჩემმა ძმამ დაუწყო ცემა. ელჩინს დაუწყია ყვირილი დამეხმარეთო. ვიღაც ორი კაცი გადმოსულა მანქანიდან და რკინა ჩაარტყეს თავში. მათ ჩემი ძმა ეჭირათ ხელში, ელჩინმა კი დანა ჩაარტყა ყელში ორჯერ...“, - ამბობს ჩვენთან საუბრისას მოკლულის ძმა. 

ელვარ გარაჯაევი გვეუბნება, რომ მკვლელობის დეტალები მას პოლიციამ მიაწოდა.

მოკლული საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენება მომდევნო კვირაში იგეგმება.