„დღეს ჯესიკა დაასაფლავეს, საკუთარმა მამამ მოკლა, ჯესიკა“ - 16 წლის გოგონამ დედა გადაარჩინა და თავად ემსხვერპლა მამას

ოჯახი

ёდღეს ჯესიკა დაასაფლავეს.
თექვსმეტი წლის გოგონა.
საკუთარმა მამამ მოკლა, ჯესიკა.
მოკლა იმიტომ, რომ გოგონა დედას აეფარა. ცოლს კლავდა გამხეცებული კაცი.
კაცმა ჯერ მეზობელი კაცი მოკლა. ცოლის საყვარელიაო, ეჭვი ჰქონია.
მერე ცოლის მოკვლა დააპირა. რამდენჯერმე დაარტყა დანა. ჯესიკა დედას აეფარა - არ მოკლაო...
ჯესიკა მოკლა ცხოველმა. შვილი მოკლა...
არ ვიცი რა ვთქვა.
პატარა გოგონა მტკივა - დედას აეფარა... დედა არ მომიკლასო.
არ ვიცი და ვერც ვერასოდეს გავიგებ, გოგონას მხოლოდ ინსტიქტი ამოძრავებდა - დედა გადავარჩინოო - თუ იმედი ცრიატებდა, მამაა, არ გამიმეტებსო.
ეგრე რამ დაგიბნელა გონება ჩლიქებიანო არაკაცო?! შვილს დანა როგორ დაარტყი?!...
მარტო იმ კაცის მოკვლისთვის, ან, ცოლის მოკვლისთვის მე ვერ განგიკითხავდი - ეს უფლის საქმეა.
შვილი რამ გაგამეტებინა?!...
მეტკინე შვილო!...
რო იცოდე, როგორ მეტკინე...
დედა არ მომიკლასო, დედას აეფარე...
ნათელში იყავ! - წერს სოციალურ ქსელძი სოლომონ ნერგაძე.

პოსტის ავტორი ორი დღის წინ, იტალიაში მომხდარ ამბავს ეხმაურება.

მამაკაცმა ცოლის სავარაუდო საყვარელიც მოკლა, რის შემდეგაც WhatsApp-ზე მცხოვრებთათვის გაგზავნილი შოკის მომგვრელი ვიდეო გადაიღო. მან საზოგადოებას დაღუპულთა ცხედრები აჩვენა: „ყველა მოვკალი“, თქვა მან და ხუთი წლის შვილს ეძებდა, რომ ისიც მოეკლა.
ის ჯერ შენობის ფოიეში მეზობელს დაუპირისპირდა, რომელსაც მისი აზრით, ცოლთან რომანი ჰქონდა, ყელში და მუცელში ურტყა, რის შედეგადაც მოკლა. შემდეგ კიბეებზე აირბინა და 39 წლის ცოლს დაესხა თავს.

თუმცა, 16 წლის ქალიშვილი ჩაერია დედის დასაცავად და სასტიკად მოკლა საკუთარმა მამამ, 45 წლის ალბანელმა ტაულანტ მალაიმ. 

დაშავებულმა ცოლმა მოახერხა გაქცევა და პოლიცია გამოიძახა. როდესაც პოლიციელები მოვიდნენ, ნახეს, რომ მკვლელი ეძებდა მეორე შვილს, ხუთი წლის ბიჭს. მისი მოკვლაც უნდოდა.

ტრაგედია მოხდა შაბათს ღამით. ტორემაგიორეს გარეუბანში. წერს იტალიური გამოცემა unionesarda