9 ოქტომბერს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1728414593
დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო.
გიორგი მენაბდის ადვოკატის დავით დადიანის განცხადებით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.
„სასამართლომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი, არ ვიცით გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებსაც დაეყრდნო სასამართლო. გამომდინარე აქედან, ველოდებით წერილობით როდის გადმოგვეცემა განაჩენი და ამის მიხედვით მოვიქცევით შემდგომ. ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება“, - განაცხადა დადიანმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე 15 აპრილს დააკავა. გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.