1738822889
ბრალი წაუყენეს ძიძას, რომელმაც 2 წლის ბავშვი მოკლა და მის ტყუპს მძიმე დაზიანება მიაყენა - კაცი ბავშვებზე სექსუალურადაც ძალადობდა (აშშ)
იუტაში მამაკაცს 2 წლის ბავშვის მკვლელობისთვის ედება ბრალი. ბავშვის ტყუპისცალი მძიმედ არის დაშავებული. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გარდა პირველი ხარისხის მკვლელობისა, ჯონათან ალენ დანს ბრალად ედება ბავშვზე დამამძიმებელ სექსუალურ ძალადობა, ნათქვამია სასამართლოს ჩანაწერებში.
დანი 2017 წელს ბავშვზე ძალადობისთვის იყო ნასამართლევი, როდესაც მან ბავშვს ხელი მოტეხა. იგი ტყუპებს უვლიდა, რა დროსაც მათი ცემა დაიწყო. ამისთვის მან ორი წელი სასჯელიც მოიხადა.
პოლიციის მტკიცებით, დანმა აღიარა, რომ ურტყამდა ბავშვებს ძლიერად. ის ბავშვებს ასევე აძლევდა წამლებს.
პოლიციის ცნობით, დანმა, რომელიც ბავშვებს უვლიდა, 911-ზე დარეკა 21 დეკემბერს დილით, მას შემდეგ რაც აღმოაჩინა, რომ ბიჭი არ სუნთქავდა და გოგონა მძიმედ დაშავდა.
როდესაც პოლიცია მივიდა, მათ იპოვეს ვერანდაზე მწოლიარე ბიჭი ურეაქციოდ, ხოლო გოგონა დივანზე იჯდა სახეზე სისხლჩაქცევებით. ბიჭი გარდაცვლილად გამოცხადდა, გოგონა კი თავის ტვინის სისხლდენით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ასევე ნახეთ:
სალომე ღვინიაშვილის მრგვალი გოზინაყი და საშობაო მზადება - რა კადრებს აქვეყნებს ტელეწამყვანი
როგორი ამინდი შენარჩუნდება დღეს - პროგნოზი ქალაქების მიხედვით