1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ტეხასელ ქალს, რომელიც 24 წლის გოგონას აწამებდა და მდუღარე წყალს ასხამდა, 75 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ნათქვამია ადგილობრივი საოლქო პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებაში. კალდერონი „აკონტროლებდა [მსხვერპლს] წარმოუდგენელი წამებით", თქვა პროკურორმა.
პოლიციამ დანაშაული 2022 წელს აღმოაჩინა, მას შემდეგ, რაც მსხვერპლმა ჩუმად მამინაცვალს დაურეკა. ამის შემდეგ მამინაცვალი ადგილზე თავად მივიდა.
პოლიციას ადგილზე საშინელი სურათი დახვდა. 24 წლის დაზარალებულს მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა ჰქონდა მიღებული, თავი კი გადაპარსული. მსხვერპლი ოთახში იყო გამომწყვდეული, კართან კი ქვები ეწყო.
როგორც აღმოჩნდა, კალდერონმა (ბრალდებულმა) გოგონა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოხუცებული ქალის და მისი შვილების მოსავლელად, 2019 წელს დაიქირავა, სანაცვლოდ კი უფასო საცხოვრებელს დაჰპირდა.
თუმცა, უფასო საცხოვრებელი მისთვის მალე ჯოჯოხეთად გადაიქცა. კალდერონმა გოგონას პირველად მდუღარე წყალი სულ მცირე ორჯერ 2021 წელს გადაასხა. მიზეზი კი ის იყო, რომ იგი დამხმარეს ქურდობაში ადანაშაულებდა.
კალდერონი ასევე იღებდა მოხუცი ქალის ფულს და „ამოწურა მისი საბანკო ანგარიში“. სასამართლო პროცესის დროს, პროკურორებმა განაცხადეს, რომ მოხუცი ქალის მემკვიდრეობის ფულიდან $78,000 იყო მოპარული.
კალდერონს ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წაყენებული.
ასევე დაგაინტერესებთ: