120 000 ევრო ქმრის დასაბრუნებლად... - ცოლ-ქმარმა ჯადოს მოხსნის დაპირებით ქალს დიდი ოდენობით თანხა გამოსძალა

ჯადო

საბერძნეთში, განსასჯელის სკამზე პენსიაზე გასული მასწავლებელი და მისი მეუღლე აღმოჩნდნენ.

ისინი ქალს ჯადოს მოხსნას დაჰპირდნენ, სანაცვლოდ კი 120 000 ევრო გამოსძალეს.

წყვილი ეტაპობრივად, სხვადასხვა შეთხზული ისტორიებით ახერხებდა, რომ ქალისგან მიეთვისებინა როგორც ნაღდი ფული, ასევე, ძვირფასი სამკაულები, სანაცვლოდ კი, ჯადოს მოხსნასა და ქმართან ურთიერთობის დალაგებას ჰპირდებოდა.

თაღლითი მასწავლებელი დამნაშავედ ცნეს. მას 3 წლიანი პატიმრობა ემუქრება.