1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ზურაბ აზარაშვილმა წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საქართველოს, პირველი ლაბორატორია ექნება სადაც მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის საშუალებით, მედიკამენტების ხარისხის შესწავლა და მათი კონტროლი მოხდება.
სიახლე, მიმოქცევაში არსებულ, ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ლაბორატორია საშუალებას იძლევა ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტირებული მედიკამენტების ხარიხის კონტროლი ადგილზე მოხდეს და წამლის ნიმუშის, საზღვარგარეთ გაგზავნის საჭიროება აღარ იქნება.
სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაწესებულება თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით აღიჭურვება.
ზურაბ აზარაშვილთან ერთად, სარემონტო სამუშაოები მინისტრის მოადგილე ილიაღუდუშაურმა დაათვალიერა.