ზოდიაქოს ორი ნიშანი, რომლის ცხოვრებაშიც ყოფილი დაბრუნდება
1740329656
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.
„დღეისათვის 300-მდე შემთხვევაა რეგისტრირებული 18 ქვეყანაში (ევროპის ქვეყნები, აშშ, კანადა, ავსტრალია, არაბეთის გაერთიანებული ემირატები). გასული დღე-ღამის განმავლობაში სამ ახალ ქვეყანაში - ჩეხეთში, სლოვენიასა და ემირატებში - დაფიქსირდა პირველი შემთხვევები.
მხოლოდ გუშინ ბრიტანეთში 14 ახალი პაციენტი დაარეგისტრირეს და საერთო რაოდენობამ 71 შეადგინა.
გერმანიამ შეუკვეთა 40 000 დოზა „ყვავილის ვაქცინა“, რომელიც ასევე ეფექტურია მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ. აშშ-ში მილიონობით დოზის მარაგი შექმნეს.
რამდენიმე დღის წინ FDA ყვავილის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ანტივირუსული პრეპარატის ინტრავენური ფორმა დაამტკიცა. ამ პრეპარატის პერორალური ფორმა რამდენიმე წლის წინ დამტკიცდა. ამჟამად, ინტრავენური ფორმა შეიქმნა იმ პაციენტებისთვის, ვისაც ყლაპვა არ შეეძლება. ადამიანთა ის ნაწილი, რომელიც 80-იან წლებამდე ყვავილის საწინააღმდეგოდ იყო აცრილი, მაღალი ალბათობით იმუნურია „მაიმუნის ყვავილის“ მიმართაც.
გასულ წლებში ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინის და ანტივირუსული მედიკამენტების დარეგისტრირების ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, ყვავილის, როგორც ბიოლოგიური იარაღის, არსებობა იყო.
2019 წელს უშუალოდ „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინაც დარეგისტრირდა“, - წერს ინფეციონისტი.