ქედაში ავარიას ბავშვი ემსხვერპლა - ავტომობილი სიმაღლიდან გადავარდა
1728209100
ინფექციონისტები ამბობენ, რომ გახშირდება ვირუსები და აუცილებელია იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რომლებიც ზრდასრულებსა თუ ბავშვებს ვირუსებისგან დაიცავს.
„პრაიმტაიმი“ მედიცინის აკადემიური დოქტორს, ჯანდაცვის ექსპერტის, მაკა ბულეიშვილს ესაუბრა.
მისი თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტები.
„ბევრი ვირუსია. საგანგაშო არაა, თუმცა გავრცელებულია, სეზონია და რომ არ გავრცელდეს, გასაკვირი ეგ იქნება, მობილობა დიდია. შეიძლება, ფაღარათით დაიწყოს და ხველაში გადავიდეს, ან ტემპერატურით დაიწყოს და არანაირი სიმპტომი არ იყოს. შეიძლება დაიწყოს ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, დიარეა, მუცლის ტკივილი და ზოგადი სისუსტე. სეზონი ახლა დაიწყო და აპრილის ბოლომდე გაგრძელდება. უმეტესად ცირკულირებს რინოვირუსები, ადენოვირუსები, გრიპის ვირუსი, კოვიდი, ახლა ვირუსების აყვავების სეზონია.
ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ რეკომენდაცია. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, მათ უფრო უჭირთ ვირუსთან გამკლავება, მაგრამ თუ 5-7 დღეში ყველაფერი ლაგდება, ეს იმას ნიშნავს, რომ კარგად დამთავრდა. თუმცა თუ ვხედავთ, რომ შვიდი დღის შემდგომ, ტემპერატურა კვლავ გვაქვს, პროდუქტიული ხველა, ოფლიანობა და თავის ტკივილი, სჯობს მივმართოთ ექიმს.
პრევენციისთვის, სიცხის დამწევი და ბუნებრივი საშუალებები გამოვიყენოთ და თუ ვართ დაავადებული მაქსიმალურად გამოვჯანმრთელდეთ მალე, რომ სხვას არ გადავდოთ, რადგან სეზონია და მაღალია მობილობა.
ახლა, ძალიან გავრცელებულია, რომ პირველ დღესვე იღებენ ანტიბიოტიკებს და ანტიბიოტიკის თვითნებურად მიღება, არ არის მიზანშეწონილი და ვირუსულ ინფექციას საერთოდ არ სჭირდება.
ხშირად, გაანიავეთ ოთახი და რამდენიმე დღე თავი დაიცავით, რომ სხვასაც არ გადასდოთ“,- განაცხადა მაკა ბულეიშვილმა.
ასევე ნახეთ:
გაფრთხილება 18-21 დეკემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ
ელოდეთ სასწაულს შობისთვის: როგორ სიურპრიზს ამზადებს სამყარო მხოლოდ ამ ზოდიაქოს ნიშნებისთვის