პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, ივანე ჩხაიძის პროგნოზით, ქვეყანაში შემთხვევების ახალი ტალღა, შესაძლოა, გვიან შემოდგომით გვქონდეს. როგორც ის „პრაიმტაიმთან“ განმარტავს, არ არის გამორიცხული, რომ კორონავირუსმა პიკს ოქტომბერ-ნოემბერში მიაღწიოს.
აქვე, ივანე ჩხაიძე განმარტავს, რა შემთხვევაში შეიძლება პირბადის ტარების ვალდებულება კვლავ ძალაში შევიდეს.
„ამერიკის დაავადებათა კონტროლის პროგნოზის მიხედვით, ვირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და პიკი ოქტომბერ-ნოემბერში იქნება. მოსალოდნელია, რომ ზაფხულის განმავლობაში შემთხვევების ზრდა იქნება. ვფიქრობთ და ვიმედოვნებთ, რომ არ იქნება მკვეთრი, თუმცა, იმუნიტეტი შემცირდება როგორც ვაქცინაციის, ისე ვირუსის გადატანის შემდეგ. ეს ხდება იმიტომ, რომ შემოდგომით მეტი კომუნიკაცია დახურულ სივრცეში ხდება. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, გვექნება მეტი შემთხვევა. ჩვენთვის, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ტემპი არ გაგრძელდეს და ყოველ კვირა შემთხვევების მატება არ გაორმაგდეს.
1 კვირის განმავლობაში კორონავირუსის 2 570 ახალი შემთხვევა გვაქვს. თუ 1 კვირის შემდეგ შემთხვევათა ოდენობა 5 000-ს ასცდა, მაშინ უნდა დავაფიქსიროთ, რომ გვაქვს შემთხვევების მატება, რაც აუცილებლად მოითხოვს რაღაც რეაგირებას.
ვფიქრობთ, რომ თუ ამ ეტაპზე არ არის აუცილებელი ნიღბის ტარება, განვაახლოთ და კიდევ ერთხელ შემოვიტანოთ პირბადის გამოყენების რეკომენდაცია დახურულ სივრცეში. თუ ეს მატება გაგრძელდა, მოგვიწევს გადავხედოთ რეკომენდაციებს და იმუნიზაციის საბჭომ იმსჯელოს, ხომ არ იქნება აუცილებელი ამის შემოღება.
ჯერჯერობით, ეს მაჩვენებელი არ არის მაღალი, თუ ამას კვირის ჭრილში შევხედავთ, გამოდის, რომ დღეში 300-400 შემთხვევა ფიქსირდება. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ შემთხვევათა რაოდენობა 3-4-ჯერ ნაკლები იყო, მატება ნამდვილად არის და რაიმე გეგმის შემუშავება იქნება საჭირო.“ - აცხადებს ჩხაიძე "პრაიმტაიმთან".