“რაც უფრო მეტად იქნება ბავშვი ფიზიკურად დატვირთული, მით უფრო ძლიერი იმუნიტეტი ექნება…” - როგორ დავიცვათ ბავშვები სეზონური ვირუსებისგან

კოროანვირუსი ბავშვებში

 პედიატრი, ბავშვთა კარდიოლოგი და რადიოლოგი – ქალბატონი ხათუნა ლოლაძე, "თბილისელებს" უყვება, როგორ მოახდინონ სეზონური ვირუსებისგან ბავშვების დაცვა.

"განსაკუთრებით 5 წლამდე ბავშვები ვეცადოთ, რაც შეიძლება, ხშირად ვასეირნოთ ჰაერზე, ნაკლებად გვყავდეს დახურულ სივრცეში, რაც უფრო მეტად იქნება ბავშვი ფიზიკურად დატვირთული, მით უფრო ძლიერი იმუნიტეტი ექნება. სეზონურად კარგი იქნება ვიტამინოთერაპია. კარგია, თუ ვატარებთ აუზზე, ასევე მნიშვნელოვანია, თუ შევძლებთ მათ წაყვანას მთასა და ზღვაზე. მთის ჰაერი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იმუნიტეტის ამაღლებას, ზღვის წყალი კი კარგია კუნთების განვითარებისთვის. ამ მხრივ, ურეკი არაჩვეულებრივი არჩევანია".