პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „შაბათის ქრონიკაში“ განმარტა, რატომ მცირდება კარანტინის ვადები.
„ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრებმა იმის საფუძველზე, რომ ინფიცირების ყველაზე მაღალი ალბათობა არის სიმპტომების გამოვლენიდან ერთი ან ორი დღის განმავლობაში და სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, დაახლოებით, 3-5 დღის განმავლობაში, გადაწყვიტა, რომ შეამციროს საკარანტინე პერიოდის ხანგრძლივობა იმ დაშვებით, რომ ყველაზე კრიტიკული პერიოდი პირი იყოს კარანტინში და შემდეგ წესების დაცვით, პირბადის გამოყენებით დაუბრუნდეს ჩვეულ საქმიანობას. საკმარისად მყარი მეცნიერული მონაცემები მოგროვდა იმისთვის, რომ როდესაც გაივლის მწვავე პერიოდი, პირველი რამდენიმე დღე, შემდეგ იმის ალბათობა, რომ პირი იქნება საშიში და რისკის მატარებელი სხვებისთვის ნაკლებია, მით უფრო, თუ ის გამოიყენებს ნიღაბს.
ჩვენი ცვლილებაც ემყარება ამ რეკომენდაციებს და მსუბუქი სიმპტომის მქონე პირებისთვის საკარანტინე პერიოდი 8 დღემდე შემცირდა და ვისაც ჰქონდა საშუალო სიმძიმის და მძიმე ფორმით დაავადება, თუ 24 საათი სიმპტომი აღარ აქვს 10 დღე დაყოს კარანტინში. ამერიკას აქვს 5 დღე, ჩვენ ჯერ 5 დღეზე თავი შევიკავეთ. ვნახოთ, მეტი მეცნიერული მტკიცებულებები მოგროვდება, ჩვენი გამოცდილებაც უფრო მეტად მყარი გახდება და ამ საკითხს კიდევ მივუბრუნდებით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.