1747516646
რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას - კვლევა

ანევრიზმა შეიძლება ნებისმიერ სისხლძარღვში წარმოიქმნას, მაგრამ ის ყველაზე ხშირი მაინც თავის ტვინის არტერიებსა და აორტაშია - გულიდან გამომავალ დიდ არტერიაში.
თუკი არტერიის კედელში სუსტი ადგილია, იქ შეიძლება ანევრიზმა განვითარდეს.
ზოგიერთ ადამიანში არტერიის კედლების სისუსტე და თავის ტვინის ანევრიზმა შეიძლება გამოიწვიოს გენეტიკამ და გარკვეულმა მემკვიდრეობითმა დარღვევებმა.
არტერიის კედლები ასაკთან ერთად ყველა ადამიანში სუსტდება და შესაბამისად, ტვინის ანევრიზმა უფრო ხშირია ასაკში. თავის ტვინის ანევრიზმის დაფიქსირების საშუალო ასაკი 50 წელია.
ტვინის ანევრიზმის რისკი შეიძლება გაზარდოს სისხლის მაღალმა წნევამ.
ტვინის ანევრიზმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს - ათეროსკლეროზმა.
ნებისმიერი რამ, რაც ზრდის ანთებას, იწვევს ათეროსკლეროზს ან სისხლის მაღალ წნევას, თავის მხრივ, ზრდის ტვინის ანევრიზმის რისკსაც.
ამ ყველაფერზე გავლენას ახდენს მოწევა და ბევრი ალკოჰოლის სმა; ნიკოტინი პირდაპირ აზიანებს არტერიის კედელს. განაგრძეთ კითხვა...