პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდება (ასევე ცნობილი, როგორც პროსტატის ადენომა) მამაკაცებში გავრცელებული მდგომარეობაა, რომელის სიხშირეც ასაკის მატებასთან ერთად მატულობს. პროსტატის ჯირკვალი ბუნებრივად იზრდება, თუმცა მისი გადიდება ზოგჯერ პრობლემებს იწვევს შარდვის პროცესში.
სიმპტომები
პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდების დროს, სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
შარდის ნაკადის შესუსტებას;
შარდვის გაძნელებას;
ღამის საათებში ხშირი შარდის მოთხოვნილებას (ნოქტურია);
შარდის შეკავებას;
შარდის ბუშტის სრულად დაცლის სირთულეს.
რისკ-ფაქტორები
ასაკი: პროსტატის გადიდების ალბათობა 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში იზრდება.
გენეტიკა: თუ ოჯახში ვინმეს აქვს ეს პრობლემა, რისკი მატულობს.
ცხოვრების წესი: სიმსუქნე, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა და ცუდი კვება.
დიაგნოზი
პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდების დიაგნოზი მოიცავს:
პაციენტთან გასაუბრებას: ხდება სიმპტომებისა და ჩივილების შეფასება
გასინჯვას: პროსტატის რექტალური შემოწმება (DRE).
ლაბორატორიულ კვლევებს: შარდის საერთო ანალიზი და PSA (პროსტატის სპეციფიური ანტიგენის) დონე.
ინსტრუმენტული კვლევები: ულტრაბგერითი გამოკვლევა და შარდის ნაკადის დინამიკის განსაზღვრა.
მკურნალობა
პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდება ყოველთვის არ საჭიროებს მკურნალობას. მკურნალობის მეთოდის შერჩევა ხდება სიმპტომების სიმძიმის მიხედვით:
ცხოვრების წესის შეცვლა:
მეტი ფიზიკური აქტივობა;
ალკოჰოლისა და კოფეინის შეზღუდვა;
მეტი წყლის მიღება დღის განმავლობაში, მაგრამ საღამოს სითხის შეზღუდვა.
მედიკამენტური მკურნალობა:
ალფა-ბლოკერები (პროსტატის კუნთის მოდუნებისთვის);
5-ალფა რედუქტაზას ინჰიბიტორები (პროსტატის ზომის შემცირებისთვის).
ქირურგიული ჩარევა:
თუ მედიკამენტური მკურნალობა არაეფექტურია, ან მდგომარეობა რთულდება, შეიძლება საჭირო გახდეს ოპერაცია (მაგ., HoLEP - პროსტატის ენდოსკოპიური ენუკლეაცია ლაზერის გამოყენებით).
პროფილაქტიკა
რეგულარული ვიზიტი უროლოგთან;
ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა;
სიმპტომების ადრეული ამოცნობა და მკურნალობა.
როდის მივმართოთ ექიმს?
თუ შეამჩნიეთ შარდვის პრობლემები ან სიმპტომები გიმწვავდებათ, აუცილებლად მიმართეთ უროლოგს. სწორი დიაგნოზი და დროული მკურნალობა თქვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.
გაითვალისწინეთ: პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდება არ არის კიბო, მაგრამ დროული გამოკვლევა მნიშვნელოვანია, რათა გამორიცხოთ სხვა უფრო სერიოზული დაავადებები.
ჟორდანიას სამედიცინო ცენტრში ტარდება პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდების, როგორც მედიკამენტოზური ასევე ქირურგიული მკურნალობის სრული სპექტრი, მათ შორის პროსტატის ლაზერით ენდოსკოპიური ენუკლეაცია, რომელიც ამჟამად წარმოადგენს მკურნალობის ოქროს სტანდარტს.
გიორგი ხვადაგიანი MD; FEBU ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის უროლოგიური სამსახურის უფროსი
ტელ: 032 224 32 32
მის: ნუცუბიძე, ერმილე ბედიას 33