პაციენტის განათლება - დედების და მამების სკოლა ჟორდანიას კლინიკაში

ჟორდანიას კლინიკა

დედების და მამების სკოლა ჟორდანიას კლინიკის წარმატებული პროექტია, რომელიც დახმარებას უწევს ყველა დაინტერესებულ მშობელს შეიძინონ, ინფორმირებული და მზრუნველი  მშობლის კომპეტენციები,რათა შეძლონ თავდაჯერებულნი და მომზადებულნი შეხვდნენ  ბავშვის დაბადებას.

დედების და მამების სკოლის ფარგლებში კლინიკა სხვადასხვა თემატიკის საინტერესო ლექცია სემინარები, რომლის მიზანია მომავალი მშობლებისთვის ყველა საინტერესო შეკითხვას გაეცეს პასუხი.მნიშვნელოვანია, როგორც ქალმა, ასევე მამაკაცმა იცოდეს ორსულობის მიმდინარეობის თავისებურებები,ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია როგორ მოემზადონ მშობიარობის პროცესისთვის, როგორ მოუარონ ახალშობილს, გაიგონ მეტი ლაქტაციის უპირატესობების შესახებ, ბავშვის მოვლის პროცესში მამის ჩართულობის მნიშვნელოვან ასპექტებზე და ა.შ.

ჟორდანიას კლინიკა წარმოადგენს წამყვან სპეციალიზირებულ სამედიცინო ცენტრს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებით. კლინიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მკურნალობის და მონიტორინგის პროცესში მშობლების კვალიფიციური ინფორმირება ორსულობის პერიოდის უსაფრთხო წარმართვისთვის.

ლექციების ახალი კურსი დაიწყება  4 აპრილიდან  და ჩატარდება ზუმის პლატფორმაზე.

ლექციაზე დასწრების მსურველებმა და დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ ჟორდანიას კლინიკის ოფიციალური გვერდის პირად შეტყობინებებში: https://www.facebook.com/zhordaniaclinic ან დაგვიკავშირდით: 032 2 99 08 53