პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ ცენტრში, რომელიც წარმოადგენს წამყვან სამედიცინო დაწესებულებას კარდიოვასკულური მიმართულებით,დაინერგა უახლესი მინიინვაზიური კარდიოქირურგიის მეთოდი.
რა არის მინიინვაზიური კარდიოქირურგია და რომელი პათოლოგიების სამკურნალოდ არის მოწოდებული
დღესდღეისობით, კარდიოქირურგიული ოპერაციების უმრავლესობა სრულდება ტრადიციული მიდგომით, რაც გულისხმობს სტერნოტომიას, მკერდის ძვლის სრულ გახსნას. მინიინვაზიური კარდიოქირურგია იძლევა საშუალებას რომ, კარდიოქირურგიული ოპერაციების უმრავლესობა ჩატარდეს მიდგომით, რომლის დროსაც არ ხდება მკერდის ძვლის სრული გახსნა და განაკვეთი მნიშვნელოვნად მცირე და ნაკლებტრავმულია ვიდრე ტრადიციული მიდგომისას.
მინიინვაზიური მეთოდით შესაძლებელია ისეთი კარდიოქირურგიული ოპერაციების ჩატარება, როგორებიცაა:
• კორონარული არტერიების შუნტირება
• აორტის სარქვლის პროტეზირება/პლასტიკა
• მიტრალური სარქვლის პროთეზირება/პლასტიკა
• ტრიკუსპიდური სარქვლის პროთეზირება/პლასტიკა
• აღმავალი აორტის და აორტის რკალის დაავადებების მკურნალობა
• გულის მოცულობითი წარმონაქმნების ამოკვეთა
• სხვადასხვა თანდაყოლილი მანკების ქირურგიული კორექცია
რა არის მინიინვაზიური კარდიოქირურგიის უპირატესობები
• მინიინვაზიური კარდიოქირურგიული მეთოდით ჩატარებული ოპერაციისას განაკვეთის სიგრძე შეადგენს 5-7სმ-ს, მაშინ როდესაც სტანდარტული მეთოდით ჩატარებული ოპერაციისას განაკვეთის სიგრძე აღწევს 20-25სმ-ს.
• მინიინვაზიური ქირურგიისას ნაკლებ ტრავმატიზაციას განიცდის როგორც ირგვლივ მდებარე ქსოვილები, ნერვები კუნთები, ასევე შინაგანი ორგანოები.
• მცირე ზომის განაკვეთის არსებობისას, ოპერაციის შემდგომ პერიოდში პაციენტს თითქმის არ აღენიშნება ტკივილი და დისკომფორტი, რაც მინიმუმამდე ამცირებს ტკივილგამაყუჩებლების, მათ შორის ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებლების გამოყენების აუცილებლობას.
• მცირე ზომის განაკვეთის და მიდგომის ნაკლებტრავმულობის შედეგად მინიმუმადე მცირდება სისხლის დანაკარგი.
• მნიშვნელოვნად მცირდება ჭრილობის ინფექციის რისკი
შემცირებული ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა: მინიინვაზიური ქირურგიისას საშუალო ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა შეადგენს 3-5 დღეს, მაშინ როცა ტრადიციული მეთოდით მკურნალობისას ჰოსპიტალიზაცია გრძელდება 7-10 დღის განმავლობაში.
ფიზიკური აქტივობის ნაკლები შეზღუდვა: სტანდარტული მეთოდით ჩატარებული კარდიოქირურგიული ოპერაციის შემდეგ პაციენტებს ეკრძალებათ ავტომობილის მართვა, 5კგ-ზე მეტის აწევა, საჭიროებენ სპეციალური კორსეტის ტარებას, ხოლო მინიინვაზიური ქირურგიისას მსგავსი შეზღუდვების საჭიროება პრაქტიკულად არ არსებობს.
რეაბილიტაციის ნაკლები დრო: რეაბილიტაციის ხანგრძლივობა მინიინვაზიური ქირურგიისას შეადგენს 2-4 კვირას, მაშინ როდესაც სტანდარტული მეთოდით ჩატარებული ოპერაციული მკურნალობისას რეაბილიტაციისთვის საჭიროა 6-8 კვირა.
ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი წარმოადგენს წამყვან სამედიცინო დაწესებულებას კარდიოვასკულური დაავადებების დიაგნოსტირების და მკურნალობის მიმართულებით. კლინიკაში ხორციელდება კარდიოქირურგიული ოპერაციების სრული სპექტრი 24 საათის განმავლობაში. ცენტრში ხორციელდება თანამედროვე სისტემებზე დაფუძნებული ინფექციის და ხარისხის კონტროლი, რაც მინიმუმამდე ამცირებს კლინიკური გართულებების რისკებს.
კარდიოქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი მედიცინის აკადემიური დოქტორი, კარდიოქირურგი ზაზა კაციტაძე
მის: ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5
ტელ: 2 51 70 08
www.angio.ge