მიხეილ სარჯველაძემ, თურქეთში, სამედიცინო კონგრესში მიიღო მონაწილეობა

მიხეილ სარჯველაძემ, თურქეთში, სამედიცინო კონგრესში მიიღო მონაწილეობა

მიხეილ სარჯველაძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა. უწყების ხელმძღვანელმა,თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, ქემალ მიმისოღლუს მიწვევით, კონგრესში მიიღომონაწილეობა, რომელიც  სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ექსპერტებს აერთიანებს.

კონგრესის მთავარი მიზანი მედიცინაში თანამედროვე მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება, მონაწილე ქვეყნების გამოცდილების გაცვლა და ინოვაციური მიდგომების ხელშეწყობაა. ღონისძიება, ასევე  ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და სხვადასხვა სამედიცინო სისტემების ინტეგრაციის პროცესში მიღწეული შედეგების განხილვას.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოსთვის მსგავსი ფორუმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს ქვეყნის ჩართულობას გლობალურ დისკუსიებში და საუკეთესო პრაქტიკების გამოყენებას.

აღნიშნული კონგრესი თურქეთის რესპუბლიკის პირველი ლედის, ემინე ერდოღანის და ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მხარდაჭერით გაიმართა და მასში მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებმა, მეცნიერებმა, აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წევრებმა მიიღეს.