აბიტურიენტების საყურადღებოდ! - გამოცდების ეროვნული ცენტრი ახალ ინფორმაცია აქვეყნებს
1785481538
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს, ტერეზა გრეჰემს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და Roche-ს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს. ყურადღება დაეთმო ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
საუბარი ასევე შეეხო პრეპარატ ელევიდისს, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალოდ გამოიყენება.
შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე, Roche-ს საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაიკლ ობერრაიტერი და Roche Georgia-ს კავკასიის ქვეყნების მიმართულების ხელმძღვანელი მაკა ასათიანი.