რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264
არაენდემურ ქვეყნებში მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკი რეალურია,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. ინფორმაციას Lefigaro ავრცელებს.
„არაენდემურ ქვეყნებში მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკი რეალურია, მაგრამ ამ სცენარის თავიდან აცილება შესაძლებელია“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
მან სახელმწიფოებს მოუწოდა, გაზარდონ ჯანდაცვის მონიტორინგის ზომები, რათა გააკონტროლონ ეს დაავადება და თავიდან აიცილონ მისი გავრცელება.
„ამჟამად, მაიმუნის ყვავილის 1000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა ჯანმოს 29 წევრ სახელმწიფოში, სადაც დაავადება ენდემური არ არის“, - განაცხადა ტედროს ადჰანომ ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯანმო განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ რისკებით, რომელსაც ეს ვირუსი დაუცველ ჯგუფებს, მათ შორის ბავშვებსა და ორსულებს უქმნის.
რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264
ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1775502497