არა მხოლოდ მზის დაბნელება: რატომ გახდება 2026 წლის 12 აგვისტო წლის მთავარი ასტრონომიული დღე
1786480007
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი განმარტავს, იცავს თუ არა ჩუტყვავილას ვაქცინა ადამიანებს „მაიმუნის ყვავილისგან“.
„მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით დამატებით კიდევ მინდა განვმარტო, რომ ამ დაავადებას არაფერი აქვს საერთო ჩუტყვავილასთან. ამიტომ ჩუტყვავილას ვაქცინა ამ ვირუსის წინააღმდეგ ვერ დაიცავს. ეს ორი, სრულიად, სხვადასხვა ჯგუფის ვირუსია.
ლაპარაკია არა ჩუტყვავილას, არამედ ყვავილის ვაქცინაზე, რომელიც 80-იან წლებამდე კეთდებოდა და შემდეგ ყვავილის ერადიკაციასთან დაკავშირებით მისი გამოყენება აღარ ხდება.
ეს გაუგებრობა გამოიწვია ინგლისური ტერმინების - chickenpox (ჩუტყვავილა) და smallpox (ყვავილი) მსგავსებამ.“ - აცხადებს ბუწაშვილი.