გილოცავთ, დღეს, ოფიციალურად საქართველოში კოვიდი დამთავრდა... გუგუნებს საქართველო - გიორგი ფხაკაძე

გიორგი

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საკოორდინაციო საბჭოს გადაწვეტიელებას ეხმაურება.

„გილოცავთ, დღეს, ოფიციალურად საქართველოში კოვიდი დამთავრდა.

ფაქტობრივად საქართველოში მოხსნეს ყველა რეგულაცია: არა კოვიდსასტუმრო, არა დეზობარიერი, არა სიცხის გაზომვა…. გუგუნებს საქართველო.

არადა ერთი დიდი კოვიდ სასტუმროა მთელი ქვეყანა.

ჯანმრთელობას გისურვებთ …

პს: დღეს 45 ადამიანი, რომ გარდაიცვალა იმათმა გრიპი აიკიდეს თუ სუსტი ვირუსი აიკიდეს (არაფერი რომ არ უნდა ისეთი რომ არის) თუ მათ დასასრულის დასაწყისის სანახავად გაუშვეს … ისე სირცხვილია … მაგრამ სირცხვილი ამ ქვეყანაში მოსული “პონტია”,- წერს გიორგი ფხაკაძე.