1761851455
ენდოპროთეზირების სახელმწიფო დაფინანსება
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, გეგმური ქირურგიული მომსახურების ფარგლებში, ფინანსდება მენჯ-ბარძაყის, მუხლისა და მხრის სახსრის ენდოპროთეზირება.
🔵 სახელმწიფო, DRG - ის სისტემით, აფინანსებს, როგორც ენდოპროთეზს, ისე ოპერაციას.
ოპერაციის დაფინანსების ოდენობა პაცინეტის ჯანდაცვის სტატუსით განისაზღვრება და 70 %-დან 100% - მდეა.
🔵 ამასთან, საყურადღებოა, რომ ქირურგიული ოპერაციის თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარია დაწესებული. საპენსიო ასაკი პირებისთვის ის ასანაზღაურებელი თანხის 10 % - ს შეადგენს, რაც 500 ლარს არ უნდა აჭარბებდეს; 6 წლამდე ბავშვებისთვისა და შშმ პირებისთვის - 20 % , მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა; საბაზისო პაკეტით მოსარგებლეებისთვის (თუ ტრავმა არ აღემატება 3 თვეს) - 30 %, არა უმეტეს 1500 ლარისა.
🔵 ენდოპროთეზირება უფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს, მათ შორის: პენსიონრებს; სტუდენტებს; შშმ პირებს; 6 წლამდე ბავშვებს; ასევე, მიზნობრივ ჯგუფებს, მათ შორის: პედაგოგებს, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირებსა და სხვა.
🔵 რაც შეეხება საბაზისო პაკეტით მოსარგებლეებსა და ვეტერანებს, აღნიშნული სერვისი მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში უფინანსდებათ, როცა ტრავმის ხანდაზმულობა 3 თვეს არ აღემატება. (საბაზისო პაკეტით მოსარგებლეები არიან: სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000- დან 100 000 - მდე; 6-დან -18 წლამდე მოზარდები და სხვა).
🔵 საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს მენჯ - ბარძაყის სახსრების იმპლანტაციაზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობაც აქვთ - ბენეფიციარი, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნუსხიდან, ირჩევს სასურველ იმპლანტს და ფარავს მის ღირებულებას, ხოლო ოპერაციის ხარჯს, პაკეტის შესაბამისად, კვლავ სახელმწიფო აფინანსებს.
🔵 საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სერვისის მიმწოდებელი ყველა სამედიცინო დაწესებულება, მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების - FDA, MDR ან CE სერტიფიკატის მქონე მასალებს იყენებს.
🔵 სერვისის მიღების პროცედურა მარტივია:
▶️ პაციენტი არჩევს სამედიცინო დაწესებულებას. (კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში უნდა იყოს ჩართული);▶️ გაივლის კონსულტაციას ექიმ-ტრავმატოლოგთან;▶️ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს შესაბამის ელექტრონულ მოდულში კლინიკის წარმომადგენელი არეგისტრირებს განაცხადს, სადაც იტვირთება ფორმა N100 და შესაბამისი ქირურგიული ჩარევის კოდი;▶️ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას დაფინანსების თაობაზე;▶️ პასუხი ბენეფიციარს SMS შეტყობინების სახით ეგზავნება











