დემენციის ნიშნები დიაგნოზამდე თითქმის 10 წლით ადრე ვლინდება - ახალი კვლევა

 დემენცია

კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერების ახალი კვლევის მიხედვით, დემენციის ნიშნები დიაგნოზამდე თითქმის 10 წლით ადრე ვლინდება. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

მკვლევრებმა დემენციასთან დაკავშირებული დარღვევების მოსაძებნად გაერთიანებული სამეფოს Biobank-ის მონაცემთა ბაზა გამოიყენეს. 

„როდესაც გადავხედეთ პაციენტების ისტორიას, ცხადი გახდა, რომ ისინი აჩვენებდნენ კოგნიტიურ დაქვეითებას რამდენიმე წლით ადრე, სანამ მათი სიმპტომები საკმარისად აშკარა გახდებოდა დიაგნოზის დასადასტურებლად", - აღნიშნა კვლევის ავტორმა ნოლ სვადივუდჰიპონგმა. 

მონაცემთა ბაზა, რომელსაც კემბრიჯის მკვლევრები ეყრდნობოდნენ, ასევე ფლობდა ინფორმაციას მეხსიერების, რეაქციის დროის, მოჭიდების სიძლიერის, წონის კლებისა და დაცემის რაოდენობის შესახებ. ამრიგად, მკვლევრებმა შეძლეს, დაედგინათ, არსებობდა თუ არა დემენციის ნიშნები მონაცემების პირველადი შეგროვების დროს, დიაგნოზის დასმამდე დაახლოებით 5-9 წლით ადრე.

მეცნიერთა მიერ გაანალიზებული ყველა შემთხვევისას,  ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა ყოველთვის იყო მოხსენებული დიაგნოზამდე წლებით ადრე.

„დაქვეითებები ხშირად რბილი სახის იყო, მაგრამ გვხვდებოდა შემეცნების მთელ რიგ ასპექტებში. დასძინა ეს არის ნაბიჯი იმისთვის, რომ შევძლოთ გამოვავლინოთ ადამიანები, რომლებიც ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან - მაგალითად, 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები ან ისინი, ვისაც აქვს მაღალი წნევა ან არ ვარჯიშობენ საკმარისად - და ჩავერიოთ ადრეულ ეტაპზე, რათა დავეხმაროთ მათ რისკის შემცირებაში",- განაცხადა ნოლ სვადივუდჰიპონგმა.