ბერძენი მეცნიერი კორონავირუსის დასრულების თარიღს ასახელებს - გახდება თუ არა საბერძნეთი პანდემიის დასრულების გამოთვლის მსოფლიო მაგალითი

კოვიდი

კორონავირუსის შტამ „ომიკრონით“ ინფიცირების ტალღა 20 თებერვალს დასრულდება – ეს, სავარაუდოდ,  COVID-19-ის ბოლო მუტაციაა, – განაცხადა თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის პროფესორმა დიმოსთენის სარიანისმა საინფორმაციო სააგენტო Newsbeast–თან საუბრისას.

ვრცელ სტატიას ამის შესახებ მედია საშუალება nostal.ge აქვეყნებს. 

ცნობილმა ბერძენმა მეცნიერმა ეს განცხადება პანდემიის მორიგი „შეუკავებელი“ ტალღის განვითარების მათემატიკურ მოდელზე დაყრდნობით გააკეთა.

"ბოლო 5 დღეა, საბერძნეთში ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირების ახალ-ახალი რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება, დომინანტი შტამი კი ქვეყანაში „ომიკრონი“ გახდა. 5 იანვარს EODY-მ 43 386 ახალი შემთხვევის შესახებ განაცხადა, საიდანაც 69 საბერძნეთში შემომსვლელებს დაუფიქსირდათ. ბოლო ერთ დღეში კიდევ 62 პაციენტი გარდაიცვალა.

სარიანისის თქმით, საბერძნეთში ინფიცირების შემთხვევების ზრდადი ტენდენცია 20-22 იანვრამდე გაგრძელდება და ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირების საშუალო დღიური მაჩვენებელი 66 000-ს მიაღწევს. პრაქტიკულად, ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა ზოგიერთ დღეს 80 000, 100 000 შემთხვევაც დაფიქსირდეს. პროფესორის აზრით, კვირის საშუალო დღიური მაჩვენებლის გამოთვლა უფრო სწორი მეთოდია ყოველდღიურთან შედარებით.

„ამრიგად, 20 თებერვალს, „ომიკრონის“ ტალღის პიკიდან ერთ თვეში მისი დაღმასვლა დასრულდება. საშუალოდ შემთხვევების ყოველკვირეული რაოდენობა 3500-4000 იქნება და უკვე გვექნება „ომიკრონის“ დასასრული – ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს უკვე იმუნიტეტი გამოუმუშავდება“, – განაცხადა სარიანისმა.

მისივე სიტყვებით, დიდად სავარაუდოა, რომ ეს კორონავირუსის ბოლო „ბრდღვინვა“ იყოს.

„და თუნდაც „ომიკრონი“ კორონავირუსის ბოლო „ნახტომი“ იყოს, რასაც ვხედავთ და რაც სავარაუდოა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივეცეთ თვითკმაყოფილებას, რომ ყველა ადვილად გადავიტანთ დაავადებას და დავასრულებთ მას“, - აღნიშნა პროფესორმა.

ასევე ნახეთ ვიდეო - რას ამბობდა კორონავირუსზე ლექტორი, რომელიც ვირუსმა იმსხვერპლა