1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„საქართველოში რესპირატორული ინფექციების დღევანდელი დონე შეესაბამება იმას, რაც იყო წლების მანძილზე, თუ არ ჩავთვლით „კოვიდის“ სამ წელს. მოსახლეობა ხშირად ზედმეტად განიცდის ახლანდელ მატებას, რადგან მიეჩვია, „კოვიდის“ პანდემია როდესაც იყო, რესპირატორული ვირუსები ძალიან ცოტა იყო. – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
"კოვიდის დროს სახელმწიფოს ჰქონდა ძლიერი საპასუხო ზომები, ეს იყოს პირბადე, საზოგადოებრივ ადგილებში თავშეყრისგან თავის შეკავება, არ იყო კონცერტები, სპორტული ღონისძიებები, ქორწილები-ქელეხები შეზღუდული იყო, ეს კოვიდის პრევენციისთვის თუ იყო საჭირო, ამავე დროს ხდებოდა რესპირატორული ვირუსების პრევენცია, პრაქტიკულად არ იყო რესპირატორული ვირუსები. კოვიდზე შეზღუდვები როდესაც მოიხსნა, ამ ინფექციებმა მოიმატა და დაუბრუნდა თავის პირვანდელ დონეს, მეტი არაფერი. არაფერი საგანგაშო სიტუაცია არ არის, გადაჭარბებულია ზედმეტი აჟიტირება და ემოციები, თითქოს ადგილები არ არის კლინიკებში, რამდენიც გინდათ, იმდენი ადგილია. შესაძლოა, ერთი-ორი პედიატრიული კლინიკა ერთი-ორი დღით გადაიტვირთა, მაგრამ ამაში საპანიკო არაფერია, ის გადაიტვირთა, სხვა კლინიკებია. ასე რომ, ჩვეულებრივი სიტუაციაა ამ სეზონისთვის დამახასიათებელი“, – განაცხადა ცერცვაძემ.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, რესპირატორულმა ინფექციებმა შესაძლოა, თებერვალ-მარტში მოიმატოს, თუმცა, მომატების შემთხვევაშიც საგანგაშო ვითარება არ იქნება, რადგან საქართველოში ინფექციები კარგად იმართება.
ამასთან, მისივე თქმით, აცრისთვის ოპტიმალური დრო ოქტომბერ-ნოემბერია და ახლა აცრას აზრი არ აქვს.
„სწავლა ახლახან განახლდა და ჯერჯერობით ძნელია თქმა მოიმატა, თუ არა შემთხვევებმა, ჩვენ ჯერ არ შეგვიმჩნევია. ზოგადად, რესპირატორულ ინფექციებს ორი პიკი აქვს, ნოემბერი-დეკემბერი და თებერვალი-მარტი. ასე რომ, თებერვალ-მარტში შეიძლება, მოიმატოს, მაგრამ სავალდებულო არ არის. შეიძლება, არც მოიმატოს, რომც მოიმატოს, არაფერი ამაში ექსტრაორდინალური და საგანგაშო არ იქნება, რამე თუ საქართველოში ძალიან კარგად იმართება რესპირაციული ინფექციები.
ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ სადღეისოდ ერთ-ერთი ყველაზე დაბალია გარდაცვალებათა რაოდენობა საქართველოში როგორც კოვიდის დროს, ისე სხვა რესპირაციული ინფექციების. მაგალითად, გრიპის დროს. გრიპით მატების დროს სულ გვქონდა, ამ სეზონზე გარდაცვალების ორი ფაქტი დასავლეთ საქართველოში. ხოლო „კოვიდით“ გარდაცვალება საერთოდ არ გვქონია. ეს ცალსახად მიუთითებს, რომ საქართველოში განსაკუთრებული არაფერი ხდება რესპირაციული ინფექციების მხრივ. მეორე, თუ არის მატება და სიჭარბე, ის ძალიან კარგად იმართება. კოვიდმა რაღაცა კარგი კვალი დატოვა, ეს არის ის, რომ მან ხელი შეიწყო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას. კერძოდ, რესპირაციული ინფექციების მართვის კუთხით. ეს ეხება როგორც ინტელექტუალურ დონეს, ისე ინფრასტრუქტურას. მკვეთრად ამაღლდა ექიმების მომზადების დონე, მათ შორის ყველა სუსტი რგოლი საქართველოში იყო ოჯახის ექიმები და დაინერგა ახალი მეთოდები, შეიქმნა სისტემური მიდგომები ამ რესპირაციული ვირუსების მართვით კუთხით.
ყველაფერი ამის დადებით შედეგს ვიმკით ახლა. მიუხედავად სერიოზული მატებისა და საკმაოდ მძიმე ფორმების საკმაო სიხშირისა, ჯანდაცვის სექტორი ამას ძალიან კარგად უმკლავდება მინიმალური დანაკარგებით. ახლა აცრას აზრი მაინც აქვს. ოპტიმალური დრო აცრის არის ოქტომბერ-ნოემბერი. აცრის შემდგომ იმუნიტეტი იწყებს გამომუშავებას ორი კვირის შემდეგ. თუმცა პიკს ერთ ან ორი თვის მერე აღწევს. ახლა კლასიკურად აცრისთვის დაგვიანებულია, მაგრამ ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ თებერვალ-მარტში მეორე პიკია მოსალოდნელი, ასე რომ, აცრას აზრი აქვს, რათა თებერვალ-მარტის პიკს შევხვდეთ კარგი იმუნიტეტით“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
ასევე ნახეთ:
როგორ გამოიყურება ნოდიკო ტატიშვილის ბინა თბილისის ცენტრში - ფოტოები
22 იანვარს პირველად... რატომაა ეს დღე განსაკუთრებული და ვისთვის იქნება გადამწყვეტი ცვლილებები