ტემპერატურის კლება, წვიმა და თოვლი - როგორი ამინდი იქნება საქართველოში ნოემბრის ბოლომდე
1794855802
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ნესტან შაინიძის 8 წლის შვილს სარეზერვო ფონდიდან 25 000 ლარი გამოეყოფა. ბავშვს ოფთალმოლოგიური მკურნალობა და ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. ის ოჯახთან ერთად უცხოეთის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.
აჭარის მთავრობამ და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საკითხის შესწავლა 17 ნოემბერს, ადგილობრივი გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყეს.
ბავშვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესახებ განცხადება შესაბამის უწყებებში ჯერ წარდგენილი არ არის. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ოჯახთან კომუნიკაციაშია და სამედიცინო დოკუმენტაციასა და დაფინანსების შესახებ განცხადებას ხვალ ელოდება. დოკუმენტაციის რეგისტრაციისთანავე თანხის გამოყოფის პროცედურა დაიწყება.
მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სარეზერვო ფონდიდან დახმარება გაეწევა ბავშვის დედასაც, რომელსაც ასევე სჭირდება თვალზე ოპერაცია. შვილის მდგომარეობის გათვალისწინებით, მან ამ ეტაპზე მკურნალობა გადადო. თანხის გამოყოფის საკითხი ამ შემთხვევაშიც სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ განიხილება.