ტრამპი: ახალი წელი გველის და ვნახოთ, რა მოხდება პირველი იანვრის შემდეგ ირანთან მიმართებით, ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მათ დაიწყეს 51 წლის წინ

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები პირველი იანვრის შემდეგ „ნახავს, რა მოხდება“ ირანის კონფლიქტთან მიმართებით.

„ახალი წელი გველის და ვნახოთ, რა მოხდება პირველი იანვრის შემდეგ. თუმცა, ისინი საშინელი ადამიანები არიან. ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, ის მათ დაიწყეს 51 წლის წინ“, – განუცხადა ტრამპმა Fox News-ს ჩინეთში ვიზიტის დროს.

ამასთან, მისივე თქმით, არსებობს ნიშნები, რომ ირანი შესაძლოა, ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის შემუშავებაზე მუშაობდეს.

ტრამპის თქმით, მედიაში გავრცელებული ცნობები, რომლის მიხედვითაც, ირანი ვაშინგტონში „ბინძური ბომბის“ აფეთქებას გეგმავდა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა არსებობს მინიშნებები, რომ ირანი „იკვლევს“ ბიოლოგიურ ან ქიმიურ იარაღს.

„არსებობს მინიშნებები, რომ ირანი აირების, ბიოს საკითხებს განიხილავს, რადგან ჩვენ მათ ბირთვული იარაღის შესაძლებლობები გავუნადგურეთ. ბირთვული იარაღი გაცილებით რთულია“, – აღნიშნა ტრამპმა.

„სიენენის“ სტატიის მიხედვით, აშშ-ის დაზვერვის ახალი მონაცემების თანახმად, ირანი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ვაშინგტონში თავდასხმის შესაძლო გეგმებს ამუშავებს. „სიენენის“ ინფორმაციით, განიხილება ე.წ. ბინძური ბომბის ან ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობა.

✕