ვინ იყო თბილისელი „დედ ჰასანის“ შვილიშვილი, რომელმაც ცნობილ ფეხბურთელს მოპარული BMW-X6 დააბრუნებინა

ასლან უსოიანი მეუღლესთან, დულშა ავდოევასთან ერთად

ქურდული სამყარო ნათლიმამა – ასე იცნობდნენ ასლან უსოიანს, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე გავლენიან კრიმინალურ „ავტორიტეტად“ მიიჩნეოდა. ის 2013 წლის 16 იანვარს მოსკოვში, რესტორან „ძველ ფაიტონთან“ 73 წლის ასაკში მოკლეს.

ასლან უსოიანის ცხედარი მოსკოვიდან თბილისში უნდა გადმოესვენებინათ და კუკიაზე, მშობლების გვერდით დაეკრძალათ, თუმცა მაშინ სპეცრეისს თბილისში დაჯდომის უფლება არ მისცეს.

შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, კრიმინალური გენერლის ცხედარი, თანმხლებ პირებთან ერთად საქართველოში არ შემოუშვეს.

ცხადია, „დედ ჰასანის“ უკანასკნელ გზაზე გაცილებას ქურდული სამყაროს არაერთი წარმომადგენელი აპირებდა, შესაბამისად საქართველოში მათი შემოსვლა ხელისუფლებისთვის დიდ რისკთან იყო დაკავშირებული.

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ასლან უსოიანის ოჯახს მოგვიანებით კვლავ ჰქონდა მცდელობა ცხედარი მოსკოვიდან თბილისში გადმოესვენებინა, თუმცა მისმა შვილებმა ამჯერადაც უარი მიიღეს.

„დედ ჰასანს“ ორი შვილი დარჩა – ნოდარი და ნუნუ. ქალიშვილის შესახებ ცნობილი ბევრი არაფერია, თუმცა ნუნუს ვაჟმა – ომარ ფალოიანმა საფეხბურთო კარირერა აირჩია. „დედა ჰასანის“ შვილიშვილი ერთ ხანს „კიევის დინამოშიც“ თამაშობდა. ცნობილია, რომ მან არერთ უკრაინელ ფეხბურთელს დაულაგა ურთიერთობა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან. ერთ-ერთ მათგანს ძვირადღირებული BMW-X6 მოპარეს, თუმცა „დედ ჰასანის“ შვილიშვილის წყალობით, უკან დაუბრუნეს.

რაც შეეხება „დედ ჰასანის“ ვაჟს… ნოდარ უსოიანის სახელი რაიმე დანაშაულში არსად იკვეთება. ცნობილია, რომ ის მეუღლესთან – ინგასთან ერთად სამეწარმეო საქმიანობით არის დაკავებული. მათ მფლობელობაშია ერთ-ერთი სუპერმარკეტი და რამდენიმე კვების ობიექტი.

შვილებისგან განსხვავებით კრიმინალურ წრეებში უფრო მეტად ცნობილნი არიან „დედ ჰასანის“ სხვა ნათესავები. მაგალითად დიმიტრი ჭანტურია, რომელსაც „მირონას“ მეტსახელით იცნობენ და ასლან უსოიანის უახლოესი ნათესავი გახლავთ.

დიმიტრი ჭანტურია წარმოშობით თბილისელი ქურთი იეზიდია. მისი ნამდვილი სახელი და გვარია – მირონ კოჩოიანი. „დედ ჰასანი“ მას შვილობილად მიიჩნევდა და კრიმინალურ წრეებში საკუთარ მემკვიდრედაც განიხილავდა. მან „მირონა“ 22 წლის ასაკში „კანონიერ ქურდად აკურთხა.

და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: გასულ წელს თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ასლან უსოიანის დის შვილიშვილი, არასრულწლოვანი გ.ბალოიანი დააკავეს. ის 16 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში ფიგურირებს.

 

ასევე ნახეთ - ვინ არის კრიმინალური “ავტორიტეტი“, რომელიც ბიზნესმენს მანქანას და დიდ თანხას სძალავდა