ვინ არის გოგონა, რომელსაც ლედი დი თავის ქალიშვილს უწოდებდა და რა ხდება ახლა მის ცხოვრებაში

ლედი დი

ცოტამ თუ იცის, რომ პრინცესა დიანას ინდოეთში ჰყავდა ქალიშვილი, სახელად ავანტი რედი. „გულების დედოფლის“ გაცნობა ინდოეთის პატარა მკვიდრისთვის მთელი ცხოვრების გზამკვლევი ვარსკვლავი გახდა.
"მე არ მყავს ქალიშვილი, ასე რომ, შენ ჩემი ქალიშვილი იქნები", - უთხრა ლედი დიმ ოთხი წლის ავანტის. ტრადიციულ ინდურ კოსტიუმში გამოწყობილი, უელსის პრინცესას კალთაში მჯდომი გოგონას ფოტო მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

1992 წელს, ინდოეთში ჰაიდერაბადის სკოლაში დიანას ვიზიტის დროს გოგონამ ტრადიციული ცეკვა შეასრულა. გამორჩეული სტუმრებისთვის საბავშვო სპექტაკლის ქორეოგრაფი ავანტის დედა, ჯაპამალა რანი იყო. დიანა  მოხიბლული იყო ბავშვით, მისი დანახვის მომენტიდან.

„მე იქ ყველაზე პატარა ვიყავი. ვიცეკვე, მერე დიანამ დაინახა, რომ მიწაზე ვიჯექი და მაღლა ამწია, იხსენებს ავანტი. - სახელი მკითხა, ვუპასუხე, ვუთხარი, სად ვსწავლობდი. გავცივდი, ამიტომ ცხვირი ცხვირსახოცით მომიწმინდა“.
პრინცესამ პატარა ავანტი კალთაში ჩაისვა, მაგრად ჩაეხუტა და გაშვება არ სურდა. „ძალიან კარგად მახსოვს მისი ენერგია, ის იქცეოდა დედასავით. მან მითხრა: - მე არ მყავს ქალიშვილი, ახლა შენ ჩემი ქალიშვილი ხარ", - იხსენებს ზრდასრული ავანტი.
უელსის პრინცესა და გოგონა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმოწერას აწარმოებდნენ. რედის ოჯახმა ასევე მიიღო სპეციალური სამეფო ფოსტა: დიანამ დაბეჭდა ავანტის ახლა უკვე ცნობილი ფოტო, რომელსაც  თან ახლდა სამახსოვრო წარწერა. ოჯახი ამ სურათს რელიკვიად ინახავს.

დიანა და ავანტი შეხვედრას გეგმავდნენ და 1997 წელს დანიშნეს შეხვედრა ევროპაში. დიანამ ყველაფერი მოამზადა „ქალიშვილის“ სანახავად, როცა გაიგო, რომ გოგონა ბელგიაში ცეკვის ფესტივალზე მიდიოდა. თუმცა,  შეხვედრის წინა დღეს, 31 აგვისტოს, საშინელი ამბავი მოხდა: ლედი დი საფრანგეთში ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
ასაკის მატებასთან ერთად, ავანტი რედი სულ უფრო მეტს სწავლობდა პრინცესა დიანას ცხოვრებისა და საქმეების შესახებ და მიხვდა, რა საოცარი შეხვედრა მოუმზადა ბედმა.

დღეს ის 30 წელს გადაცილებულია და დედამისის მსგავსად ცეკვის მასწავლებელია. ის ხშირად ათვალიერებს ამონაწერებს დიანასა და ჩარლზის ინდოეთში ვიზიტის შესახებ, რომლებიც ინახება მისი მშობლების სახლში სპეციალურ საქაღალდეში. მისი პირადი ცხოვრება, სამწუხაროდ, არ გამოვიდა - 2017 წელს ავანტიმ დაკარგა პატარა ქალიშვილი და მას შემდეგ მან თავი მიუძღვნა მუშაობას.