VIDEO: დაუჯერებელი კადრები სახლიდან, სადაც ხატებს მირონი სდის და ნივთები იწვის - „მოდის საკმევლის სურნელი და უცებ ცეცხლი ჩნდება“

რა მოხდა გადაღებისას ოჯახში

„ღამის პრაიმ-თაიმის“ გადამღები ჯგუფი იმ სახლში იმყოფებოდა, სადაც ხატებს მირონი სდის და ნივთები იწვის.

ჟურნალისტი თორნიკე ყაჯრიშვილი დეტალურად ჰყვება, თუ რა ხდებოდა ამ მისტიკურ ადგილას.

„ოჯახის დიასახლისი გვეუბნებოდა ასეთ რამეს, რომ რამდენი ხანძარიც ჩნდება ოჯახში, ამ ყველაფერს წინ, ასეთი რაღაც უსწრებს - მოდის სასწაული ყვავილების სურნელი, შემდეგ საკმევლის. ეს არის ნიშანი იმის, რომ სულ ცოტა ხანში, სახლის რომელიმე კუთხეში ჩნდება ხანძარი,“ - ამბობს თორნიკე ყაჯრიშვილი.