მან სიცოცხლის გადასარჩენად, საკუთარი ხელი მოიჭრა - არონ რალსტონის ნამდვილი ამბავი
1755781592
უცნაურია, მაგრამ თანამედროვე სამყაროში პოპულარობას არა მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული გენიოსები, არამედ ყველაზე სასტიკი კრიმინალებიც ხშირად იძენენ. სწორედ ამგვარი წარმატების საუკეთესო მაგალითია კოლუმბიელი ნარკობარონესა გრისელდა ბლანკო.
"შავი ქვრივის" და "ლა მადრინას", "ნათლიდედას" და "კოკაინის დედოფლის" სახელით ცნობილი ბლანკა, იმ "ნარკოპიონერებს" შორისაა, ვინც 1970-1980-იან წლებში კოლუმბიიდან შეერთებულ შტატებში კოკაინის კონტრაბანდით შექმნა მრავალმილიარდიანი იმპერია.
დონნა ბლანკოს ძლევამოსილებაზე, რომელიც გასული საუკუნის მეორე ნახევრის კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და გავლენიან პერსონად ითვლებოდა, სისასტიკით კი, თავად პაბლო ესკობარსაც არ ჩამორჩებოდა, დღემდე არ წყდება მითქმა-მოთქმა, რადგან სწორედ მის ანგარიშზეა სულ მცირე 240 მკვლელობა.
1980-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ნარკოკარტელების ომი მძვინვარებდა. მაიამის ქუჩები სისხლით იფარებოდა, ხოლო კულისებს მიღმა ყველაფერს „კოკაინის დედოფალი“ — გრისელდა ბლანკო აკონტროლებდა. სწორედ მის სამსახურში იყო ჯორჯე „რივი“ აჯალა, ადამიანი, რომელიც ბლანკოს ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ ქილერად იქცა...
კოლუმბიაში დაბადებული და ჩიკაგოში გაზრდილი აჯალა რამდენიმე ენას თავისუფლად ფლობდა და ბლანკოსთან ერთად მალე ნარკობიზნესის ყველაზე საშიშ ადამიანებს შორის მოექცა. მისი სახელით ჩადენილი მკვლელობები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა: 1982 წელს მან ბლანკოს დავალებით ცოლ-ქმარი ბავშვების თვალწინ მოკლა, მოგვიანებით კი, მანქანაზე თავდასხმისას, მხოლოდ 2 წლის ბიჭი შეეწირა მის მიერ მოწყობილ სროლას.
1985 წელს გრისელდა ბლანკო დააკავეს, ხოლო რამდენიმე ხანში ჩიკაგოში ბანკის ძარცვის დროს სამართალდამცავებმა ჯორჯე აჯალაც აიყვანეს. მას მრავალი მკვლელობის გამო სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, თუმცა თავის გადასარჩენად პროკურატურასთან თანამშრომლობა არჩია და დეტალურად მოჰყვა ბლანკოს კარტელის საქმიანობაზე.
ამ ჩვენებებმა ბლანკოს წინააღმდეგ ძლიერი მტკიცებულებები შექმნა, მაგრამ 1998 წელს სკანდალმა ყველაფერი შეცვალა: გაირკვა, რომ აჯალა ციხიდან პროკურატურის სამ მდივანთან ფარულ კავშირში იყო. ურთიერთობა საჩუქრებსა და ფულსაც მოიცავდა. ამ ფაქტმა აჯალას მოწმის სტატუსი შეარყია და სასამართლოს მტკიცებულებები დასუსტდა.
შედეგად, გრისელდა ბლანკომ სიკვდილით დასჯას თავი დააღწია და მხოლოდ 2004 წელს გაასახლეს კოლუმბიაში. იქ ბლანკო 2012 წელს, საკუთარ ქალაქში, მოულოდნელად მკვლელობის მსხვერპლი გახდა...
თმაჭაღარა ქალი ხორცის მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა მას ქილერმა მოტოციკლით ჩაუქროლა და ესროლა. გამვლელები, რომლებიც პენსიონერზე თავდასხმას შეესწრნენ, შოკში იყვნენ. მოგვიანებით გაიგეს, რომ 69 წლის ქალი კოლუმბიის ნარკომაფიის გავლენიანი ფიგურა იყო.
გრისელდა ბლანკოს სახელის ხსენებაც კი შიშს იწვევდა და ვერცერთი მაფიოზი ვერ ბედავდა მას წინ გადადგომოდა.
გრისელდა ბლანკო მრისხანე და ავტორიტეტული ფიგურა იყო. მისთვის ხელის შეშლას ვერავინ ბედავდა. ნარკობარონესა, რომელიც კოლუმბიის კოკაინის ქსელს მართავდა, ყველას დაუნდობლად იშორებდა გზიდან. ამბობენ, რომ ის 250 ადამიანის სიკვდილშია გარეული, მათ შორის თავისი სამი ყოფილი ქმრის.
კოკაინის დედოფალი თვეში დაახლოებით 63 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებდა ნარკოტიკების ამერიკაში გადაზიდვით. მისი ცხოვრება დაედო საფუძვლად ფილმს, რომელშიც გრისელდას როლი კეტრინ ზეტა ჯონსმა შეასრულა. წელს კი ახალი ფილმის გადაღება იგეგმება, რომელშიც გრისელდას ჯენიფერ ლოპესი განასახიერებს.
გრისელდა კოლუმბიაში დაიბადა. დედამისი მეძავი და ალკოჰოლიკი იყო, ქალიშვილს კი პატარაობიდანვე დაუნდობლად სცემდა. იმისთვის, რომ საჭმლის ფული ეშოვა, გოგონა სამოქალაქო ომის დროს დაღუპულთათვის საფლავებს თხრიდა, პროსტიტუციას ეწეოდა და არც ქურდობაზე ამბობდა უარს.
ამბობენ, რომ პირველად 11 წლის ასაკში ჩაიდინა მკვლელობა, როცა ბოროტმოქმედებს 10 წლის ბავშვისი გატაცებაში ეხმარებოდა.მას შემდეგ, რაც ბავშვის მშობლებმა გამოსასყიდი ვერ გადაიხადეს, ბავშვს სწორედ გრისელდამ ესროლა.
კოკაინის დედოფალმა თავისი ნარკოიმპერია იმ ადამიანების სისხლზე ააშენა, რომლებიც მას წინ გადაეღობნენ. ის მკვლელებს ქირაობდა, რომლებიც მსხვერპლს მოტოციკლით სწრაფად ჩაუქროლებდნენ და ესროდნენ. ბედის ირონიით, თვითონაც ასეთი მკვლელის ხელით დაიღუპა. მისი დანაშაულებების რიგი 1985 წელს შეწყდა, როცა ის კალიფორნიაში დააკავეს. პოლიცია მას ბიბლიის კითხვისას დაადგა თავს.გრისელდას 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
“კოკაინის ნათლიდედა" თავის ძალაუფლებას იმით იმტკიცებდა, რომ პირველივე გამოწვევას მკვლელობით პასუხობდა. მას დაქირავებული მკვლელების მთელი დანაყოფი ჰყავდა- Los Pistoleros.
გრისელდას მოთხოვნა იყო, რომ ქილერებს მსხვერპლის სხეულის რაიმე ნაწილიც მოეტანათ, როგორც მისი ჯილდო. მან თავისი ხელით გამოასალმა სიცოცხლეს თავისი მტრის 2 წლის შვილი. ამდენი მკვლელობის მიუხედავად, ის მხოლოდ სამი ადამიანის მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ.
გრისელდას შავი ქვრივის სახელითაც იცნობდნენ, რადგან ყოფილი ქმრებიც სიცოცხლეს გამოასალმა. მისი პირველი ქმარი კარლოს ტრუხილიო იყო, რომელიც საბუთებს აყალბებდა. მასთან გრისელდას სამი ვაჟი ეყოლა, რომლებიც მოგვიანებით დაუხოცეს. 70-იანი წლების დასაწყისში ქალმა ქილერი დაიქირავა თავისი ყოფილი ქმრის მოსაკლავად, ბიზნეს-კონფლიქტის გამო.
მეორე ქმარი ნარკომოვაჭრე ალბერტო ბრავო იყო. სწორედ მან ჩართო გრისელდა კოკაინით ვაჭრობაში. წყვილი ნიუ-იოკში გადასახლდა და აშშ-ში ნარკოტიკების შეტანა დაიწყეს. 1975 წელს გრისელდამ ქმარი ფულის მოპარვაში დაადანაშაულა და სახეში ესროლა.
მესამე ქმარმა დარიო სეპულვედამ გრისელდა 1983 წელს მიატოვა და ვაჟიც თან წაიყვანა. გრისელდამ ის კოლუმბიაში მოკლა.
კოკაინის დედოფალს ფუფუნებაში ცხოვრება უყვარდა. ის მალიბუში ცხოვრობდა საკუთარ ვილაში, ფლორიდაში კი პენტჰაუზი ჰქონდა. უყვარდა ბრილიანტები და საკუთარი ბრინჯაოს ქანდაკებაც კი შეუკვეთა.
ამბობენ, რომ უამრავი საყვარელი ჰყავდა და არც ორგიების გამართვას ერიდებოდა.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ გრისელდამ დანაშაულებრივ სამყაროსთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. 2004 წელს კოლუმბიაში მისი დეპორტირება მოხდა. ის მედელინში დასახლდა, და სიცოცხლის ბოლო წლების იქ გაატარა.