„უცებ მოწყდა ჩვენი ვაგონი და უსწრაფესად დაეშვა ქვემოთ...“ - რას იხსენებს კაცი, რომელიც წლების წინ მთაწმინდის საბაგიროზე მომხდარ ტრაგედიას გადაურჩა

საბაგირო

33 წლის წინ თბილისში საშინელი ტრაგედია დატრიალდა - რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე ავარიის გამო ორი ვაგონი მოწყდა. მგზავრების ნაწილმა გადახტომა მოასწრო, ზოგიც გადავარდა. ტრაგედიის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 42 კი დაშავდა. 

ერთ-ერთი გადარჩენილი მამაკაცი ტრაგედიის დეტალებს იხსენებს. 

„მაშინ 15 წლის ვიყავი. 1-ელ ივნისს ოთხმა მეგობარმა მთაწმინდაზე გასეირნება გადავწყვიტეთ. ვაგონში წინა მხარეს ვიდექით. ზემოდან მომავალი ვაგონი გზის შუაში შეგვხვდა, როგორც მერე გავიგე, უმეტესობა ბავშვები იყვნენ, რომლებიც სამცხე-ჯავახეთიდან ექსკურსიაზე იყვნენ ჩამოსულები. თითქმის ბოლომდე ვიყავით ასულები, როდესაც ბრახუნის ხმა გავიგონეთ. ყველაფერი წამებში მოხდა. უცბად მოწყდა ჩვენი ვვაგონი ა უსწრაფესად დაეშვა ქვემოთ. მგზავრები ძირს გაწვნენ. მე ნახევრად ჩავიმუხლე და ფანჯარაში ვიყურებოდი. გამცილებელი ქალი მუხრუჭებს დასწვდა, მაგრამ ამ ვაგონს რაღა გააჩერებდა. შემდეგ გონება დავკარგე და აღარაფერი მახსოვს. 

მგზავრების უმეტესობა გათიშულა. როგორც მერე გვითხრეს, ვაგონი სახლის სახურავებს წამოსდებია და დაშლილა. გონს რომ მოვედი, ძირს ვეგდე. ზემოთ რომ ავიხედე, ყურძნის ხეივანი შევნიშნე. თურმე იქ გამოვმძრალვარ. წამოდგომა ვცადე, თუმცა ფეხი ბარძაყის ძვალში მქონდა მოტეხილი. შემდეგ კი საავადმყოფოში გადამიყვანეს და ტვინის შერყევაც დამიდგინეს“,- იხსენებს მიხეილ ირემაშვილი. 

სრული ინტერვიუ ნახეთ აქ: