„ვისაც შესაძლებლობა გექნებათ, გთხოვთ, შემოგვიერთდით...“ - რას წერს ვანო მაჭავარიანი
1735251354
„რამდენიმე წლის წინ, სტუდენტური გაცვლითი პროგრამით პოლონეთში ვიყავი. იქ კიდევ რაღაც პროექტი გამოჩნდა, რომელიც სწავლის გაგრძელების პარალელურად, მუშაობის შესაძლებლობასაც მაძლევდა. დავთნხმდი, თუმცა, ჯერ ოჯახისთვის უნდა მეთქვა. 6 თვე არ ვყავდით ნანახი და კიდევ დარჩენაზე რომ მეთქვა, გადაიროდნენ. ახალ პროექტამდე ორი კვირა იყო დარჩენილი, ამიტომ, საქართველოში ჩამოსვლა გადავწყვიტე, რათა მშობლების ჩემი გეგმების შესახებ მეთქვა და ვარშავაშიც მშვიდად დავბრუნებოდი… მაგვიანდებოდა, აეროპორტში გიჟივით შევვარდი და ჩემს წინ ჟღალმთმიან, ჭრელთვალება ბიჭს, ბარგი გადავუყირავე. გაოცებით შემომხედა და გულიანად გაეცინა, ამ სიცილმა ჩემი ცხოვრება შეცვალა…“ – ასე იწყებს თავის უცნაურ თავგადასავალზე საუბარს, ემიგრანტი გოგონა. მისი სასიყვარულო ურთიერთობა გრძელდება და როგორც თავად ამბობს, არც იცის, ოდესმე ექნება თუ არა ფინალი…
მარიამი, 31 წლის:
– თბილისის აეროპორტში ყველა ტაქსი დაკავებული დამხვდა. საშინელი ამინდი, ქარიშხალი და თავსხმა წვიმა დამხვდა… ხან ერთ მანქანასთან მივრბოდი, ხან მეორესთან, მაგრამ ამაოდ. ქუჩაში გაწუწული ვიდექი, ვცდილობდი, ბარგი ქარს ხელებიდან არ გამოეგლიჯა და საკუთარ თავს ვლანძღავდი – რა სიურპრიზი აგიტყდა შუა თებერვლის ქარებში, დამერეკა მამასთან, თბილად წამიყვანდა სახლში-მეთქი… მომეცი ჩანთა, მანქანაში ჩავდებ, მომესმა მამაკაცის ხმა… კიდევ გაქვს?.. – მეკითხებოდა ჩემი ძველი ჟღალთმიანი ნაცნობი… თვითმფრინავში ვერ შეგნიშნეთ-მეთქი, წამომცდა სულელი ბავშვივით.
მართლაც თვალებს ვაცეცებდი, მაგრამ ვერ შევნიშნე -ისევ ისე გულიანად გაიცინა, კუთხეში გემალებოდი, კიდევ რამე არ წაგექციაო, მითხრა და მანქანის უკანა კარი გამოაღო. სახის ყველა ნაკვთი უცინოდა, ლოყები ეჩხვლიტებოდა. ესენი ჩემი მშობლები არიან – მითხრა ღიმილით. მანქანას შემოუარა და გვერდით მომიჯდა. მისი მზერა სისხლში თბილ ნაკადად დამდიოდა. კიდევ კარგი ვიჯექი, თორემ მუხლები მეკვეთებოდა.
მშობლებმა მანქანა გზისპირას გააჩერეს, ჩემი მეგზური სხარტად ჩახტა და ცხელი ყავა მოგვართვა. ეს არის ბედნიერება – წამომცდა ემოციებისგან. სტუდენტი ხართ? – მკითხა დედამისმა. დიახ, გაცვლითი პროგრამით ვიყავი, ახლა სწავლის გაგრძელების შანსი მაქვს და მშობლების სანახავად ჩამოვედი. ექვსი თვეა არ ვუნახივართ, სიურპრიზის გაკეთაბა მინდოდა. ორი კვირით ვარ ჩამოსული და ისევ უნდა დავბრუნდე, 1 წლით… მეგონა, შინ ტაქსით წავიდოდი, მაგრამ რაღაცები ვერ გავთვალე და კინაღამ ქარმა წამიღო-მეთქი -მივაყარე სათქმელი.
ხმამაღლა გაეცინათ. ბაჩომ გვითხრა, ის გოგონა ტრანსპორტს ვერ პოულობსო – საუბარში ჩაერია მამაკაცი… თენდებოდა სახლამდე რომ მიმიყვანეს. ბაჩომ ლიფტამდე მიმაცილა და დამშვიდობებისას, სავიზიტო ბარათი ჩამიდო ხელში, თვალი ჩამიკრა, შინ მშვიდობით რომ მიხვალ, მაცნობეო და სიბნელეში გაუჩინარდა…
-იმედია, აცნობეთ.
-საღამომდე ვფიქრობდი, რა ფორმით შევხმიანებოდი, – დარეკვა ზედმეტი იქნება, გამარჯობა, მე ესა და ეს ვარ, ვარშავის აეროპორტში რომ დაგეჯახე, ბარგი გადაგიყირავე, მერე თბილისის აეროპორტში ტაქსებს გიჟივით დავსდევდი და შენ რომ მიპატრონე… სისულელე იქნებოდა. სახელიც არ უკითხავს. ჯერ ეძინება, ღამენათევია, საღამოს შევეხმიანები, იქნებ არ სცალია… ათას ვარიანტს განვიხილავდი. უამრავიო გამოცდა მაქვს ჩაბარებული, საქართველოში, უცხოეთში, ტესტირება, ზეპირი, არაერთ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ასე არასდროს მინერვიულია. ალბათ ასჯერ ავკრიფე ტექსტი და წავშალე… განაგრძეთ კითხვა
ასევე ნახეთ: