ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრებაში კვირის ბოლოს ჯადოსნური მოვლენა მოხდება
1734019638
მკვლელობა შიდა ქართლში. შვილმა მამა მოკლა. ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა. მამის მკვლელობაში ბრალდებული, 28 წლის სანდრო ინაურია.
„დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამას - 1956 წელს დაბადებულ უ.ი.-ს სანადირო თოფით, თავის არეში, სასიკვდილო დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი თბილისში კუთვნილ აგარაკზე გადაიტანა. მოკლული კაცი უშანგი ინაურია.
შემთხვევა სამშაბათს მოხდა, გაუჩინარებულ კაცს ოჯახის წევრები და თანასოფლელები ამ დრომდე ეძებდნენ. სამძებრო ღონისძიებაში სავარაუდო მკვლელიც იყო ჩართული, რომელმაც მოგვიანებით დანაშაული აღიარა და თქვა, რომ ცხედარი ავჭალაში აგარაკზე გადამალა.
"ჩემი ბიძაა, მამის ძმა, გავიგე რომ დაიკარგა ბიძაჩემი და იმ დღიდან მოყოლებული ვეძებთ. გუშინ დილას დამირეკეს და მითხრეს, რომ გარდაცვლილი იპოვეს ავჭალის აგარაკზე. სამშაბათს საღამოდან ვეძებთ უკვე. სერიოზული კონფლიქტი არ ჰქონიათ არაფერი", - ამბობს ოჯახის ახლობელი.
დაკავებული გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.