3 საკვები, რომელიც თავის ტკივილს იწვევს
1711546560
ამბობენ - თუ ადამიანი შენთვისაა შექმნილი, ცხოვრება მას ერთ დღეს კვლავ შეგახვედრებსო. ამ სიტყვების ღრმად სჯეროდა ჩიკაგოში მცხოვრებ ჯეანი გუსტავსონსონსაც.
მისი ისტორია ცუდ ზღაპარს ჰგავდა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ჯეანი ცხოვრების ნამდვილ სიყვარულს, სტივ ვათსს შეხვდა. თუმცა, სტივი წარმოშობით აფროამერიკელი იყო - განსხვავებული კანის ფერის გამო კი ჯეანის ოჯახი მათი ერთად ყოფნის სასტიკი წინააღმდეგი იყო.
„დედაჩემი მეუბნებოდა, რომ თუ ამას გავაკეთებდი, ოჯახს შევარცხვენდი და ჩემზე უარს იტყოდნენ... 69 წელი სტივზე ფიქრი თავიდან არ მომშორებია. დროის მანქანა რომ მქონდეს, იმ დროში დავბრუნდებოდი და მას ცოლად გავყვებოდი. ნახეთ ამ ფოტოზე მე და სტივი ვართ, გავიცანი თუ არა მივხვდი, რომ ის საუკეთესო მეუღლე იქნებოდა..“ ,- ამბობს ჯეანი.
მშობლების წინააღმდეგობამ შედეგი გამოიღო და სტივი და ჯეანი დააშორა. 40-მა წელმა ისე განვლო, რომ მათ ერთმანეთის შესახებ არაფერი იცოდნენ. თუმცა, ჯეანს საყვარელი მამაკაცი არ დავიწყებია. მის ძებნაში 40 წელზე მეტი გაატარა და ერთ დღესაც სრულიად შემთხვევით მოხუცთა თავშესაფარში მიაგნო. სტივის მდგომარეობა იმენად მძიმე იყო, რომ მისი ცნობა თითქმის შეუძლებელი იყო.
„მერე რა რომ ის ისეთი აღარ იყო როგორიც მახსოვდა. წლებს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია, მაგრამ თვალების არა. ჩემთვის სტივი ისევ ის არაჩვეულებრივი და უსაზღვროდ კეთილი კაცია, რომელიც პირველი დანახვისთანავე ძალიან შემიყვარდა“,- აღნიშნავს ქალი.
ჯეანის ცნობა არც სტივს გასჭირვებია. მეტიც,საყვარელი ქალის მიმართ გრძნობა არც არასდროს გაქრობია.. ჯეანმა სტივი მოხუცთა საცხოვრებლიდან საკუთარ ბინაში წამოიყვანა.
ჯეანისა და სტივის ქორწილი შეხვედრიდან 43 წლის შემდეგ შემდეგ შედგა... მათმა ისტორიამ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ დრო და მანძილი ნამდვილ სიყვარულს ვერაფერს აკლებს..
ასევე ნახეთ:
“დაიპყრო მილანი…” - ნახეთ, ანუკი არეშიძის ფოტოები მოდის კვირეულიდან
ზოდიაქოს ამ ნიშნებს მარტში რთული დღეები ელით - ნახეთ, ვის აფრთხილებს ასტროლოგი
3 საკვები, რომელიც თავის ტკივილს იწვევს
1711546560