დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
თანამედროვე თბილისზე, თბილისურ ურთიერთობებზე ყველასათვის საყვარელი მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი ეპილოგის ჟურნალისტს ესაუბრება:
_ მე მაშინდელ თბილისში დავიბადე, როდესაც კარაქი არ იყო, თუ იყო, წყლიან ქილაში ვინახავდით… დიდ ეზოში ვიზრდებოდი, რომელშიც ბევრი ოჯახი ცხოვრობდა. სტუმარი რომ მოგვივიდოდა, მეზობელს რაც კარგი ჰქონდა თეფშზე დააწყობდა და ფანჯარაში შემოგიდგამდა. წარმოიდგინე, ამდენი მეზობელი რომ გყავდა რა პურ-მარილი იშლებოდა. ძველი თბილისი ასეთი იყო. კარებები არ იკეტებოდა. მახსოვს, ერთხელ ვიღაც მეზღვაური ჩამოვიდა და მამაჩემს შესთავაზა _ კარში დასამაგრებელი საჭვრიტინო რომაა, „გლაზოკებს” რომ უძახიან _ იყიდეთო. მამაჩემმა გააგდო, რას ამბობს, ჯერ უნდა გავიჭყიტო ვინმე რომ მომიკაკუნებს და კარი მერე უნდა გავუღოო?!
ჩვენ, პლეხანოვზე მიხაილოვის საავადმყოფოს წინ ვცხოვრობდით. დილა ვირსალაძეების ოჯახიდან პიანინოს ჰანგებით იწყებოდა. უბნის რწმუნებულები ჩამოივლიდნენ ხოლმე ეზო-ეზო.
მოგიყვეთ ისტორია? _ ჩვენს ეზოში ცხოვრობდა სოფია ბორისოვნა ვულფოვიჩი. დანტისტი იყო და ფეხის ბურღი ჰქონდა. შემდეგში ელექტრო რომ შემოვიდა ვერ მიეჩვია და პროთეზის კეთებაზე გადავიდა. მთელი ეზოს მაცხოვრებლები მას უსხდნენ ხოლმე პირდაფჩენილები. სოფია ბორისოვნას აივანი გამზირისკენ იყურებოდა. ამიტომ დღესასწაულებზე საქართველოს უზარმაზარ დროშას ფენდა . უბნის რწმუნებული შოთა ჩიოდა ხოლმე, რახანია დღესასწაული დამთავრდა, უთხარით აიღოს, თორემ ტროლეიბუსს უშლის მოძრაობისაშიო. ყურს რომ არავინ ათხოვებდა თავად ადიოდა სოფია ბორისოვნასთან, რომელიც ცუკატებითა და მუმპასებით უმასპინძლდებოდა, მერე კი აივანზე უშვებდა, აახვევინებდა დროშას და შვილებთან რომ ტკბილეული არ გაეტანებინა ისე არ ისტუმრებდა. ძალიან რომ დაბერდა და კვირაობით არავინ ჰყავდა კარის შემღები , ადგებოდა ხოლმე სოფია ბორისოვნა და ჩეულებრვივ დღეებშიც ფენდა აივნიდან საქართველოს დროშას. მოვიდოდა შოთა… ისევ… მთელ ეზოს უყვარდა სოფია ბორისოვნა…
ყველა მეზობელს დაგვიტოვა სახსოვარი. თითოეულ ნივთს ქინძისთავებით მიამაგრა ფურცელზე დაწერილი სახელები. მეც შემხვდა ერთი, რომელსაც მიწერილი ჰქონდა _ „ჟანრიკუ“. წაიკითხეთ სრულად
ასევე ნახეთ:
ნეიროქირურგების თქმით, 2 წელიწადში ტვინის ოპერაციებს ხელოვნური ინტელექტი ჩაატარებს
არავითარი საჩუქარი! - რას ურჩევს შალვა ამონაშვილი სკოლის მოსწავლეების მშობლებს