ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
როცა ბექა შემიყვარდა, მეგონა, სამყარო ჩემი იყო, უბედნიერესი ვიყავი. გაცნობიდან მალევე ამიხსნა სიყვარული, თან ისეთ ინტიმურ და რომანტიკულ ადგილას, ასმაგად შემაყვარა თავი. ოჯახებმაც გაიცნეს ერთმანეთი, დავინიშნეთ კიდეც და ყველაფერი კარგად მიდიოდა. თუმცა, მისი ძმაკაცის გამოჩენამ თავდაყირა დააყენა ყველაფერი,- ასე იწყებს თავის ამბავს ახალგაზრდა გოგო, რომელიც საყვარელ ადამიანს მეგობრის უღირსი საქციელის გამო დაშორდა.
„მეხის გავარდნასავით იყო მისი ჩვენს ცხოვრებაში გამოჩენა. ბექა მასზე ხშირად მესაუბრებოდა. სულ ამბობდა: უკვე წლებია, უცხოეთში ცხოვრობს და ძალიან მენატრება, უამრავი ბედნიერი დღე გვაქვს ერთად გატარებული, მისნაირი ძმაკაცი არ მყავს, რა არ გადაგვიტანია ერთად და არასოდეს გვიღალატია ერთმანეთისთვისო. მომწონდა ასეთი ძმაკაცობა. რომ გაიგო ბექას დანიშვნის ამბავი, დაურეკა უცხოეთიდან, მეც მის გვერდით ვიყავი, მიულოცა და უთხრა: უჩემოდ არაფერი გაბედო, ხომ იცი, მე უნდა ვიყო მეჯვარეო. ბექა უბედნიერესი იყო. მეუბნებოდა:
აი, ხომ ხედავ, იმდენად უნდა ჩემი ბედნიერების წუთებში გვერდით მედგეს, ამხელა გზაზე ჩამოდის, ესაა ნამდვილი ძმაკაცობა და მეგობრობაო.
სხვათა შორის, ადრე ერთმანეთისთვის ფიცი მიუციათ, ვინც პირველი მოიყვანდა ცოლს, მეორეს მეჯვარედ წაიყვანდა, შვილს მოანათლინებდა და სამუდამოდ დანათესავდებოდნენ. არ დამავიწყდება, ბექამ აფორიაქებულმა დამირეკა, საღამოს ჩამოდის და მინდა, აეროპორტში შენთან ერთად დავხვდე, არ მითქვამს, სიურპრიზს ვუწყობო. გამოვიპრანჭე, მინდოდა, ჩემი ქმრის ძმაკაცისთვის პირველი შეხვედრა შთამბეჭდავი ყოფილიყო და ბექას აეროპორტში გავყევი. ერთი სიტყვით, დავხვდით მის ძმაკაცს და არ დამავიწყდება ეს შეხვედრა – შემომხედა და რამდენიმე წამი დამაკვირდა. მერე მოვიდა, ჩამეხუტა და მითხრა: მინდა, ძალიან ბედნიერი იყო, ეს რა ლამაზი გოგო აურჩევია ჩემს ბექუნასო. მინდა, ბედნიერი იყოო და არა ბედნიერი იყოთო – ცოტა გამიკვირდა და ცუდად მომხვდა ყურში, მაგრამ გავატარე, არ მივაქციე ყურადღება.
მისი ჩამოსვლის შემდეგ, ბექა და მე მარტო აღარ შევხვედრივართ ერთმანეთს, ისიც სულ ჩვენ გვერდით იყო და ცოტა მაღიზიანებდა კიდეც. ერთ დღესაც, ბექა სამსახურში რომ იყო, დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. როგორც მითხრა, კაფეში უნდა მივეყვანე და სამსახურის მერე ბექაც ის მოვიდოდა, ასე მოვილაპარაკეთო. თუმცა მომატყუა. მივედით და ბექა არ მოსულა. აღმოჩნდა, არც უთქვამს და მთხოვა: მნიშვნელოვან თემაზე მინდა გესაუბრო და მარტო მინდოდა შეხვედრაო. ათასი სისულელე მობოდა და ბოლოს მოაყოლა: კარგი გოგო ხარ და მინდა, იცოდე, ბექას ადრე ერთი გოგო უყვარდა, მასზე დანიშნული იყო, ის გოგო ორსულად დარჩა და ეს რომ გაიგო ბექამ, მიატოვა, აღარც უნახავს, არადა ის ბავშვი ახლა, ალბათ, სამი წლის იქნებაო. დავიბენი, თან დააყოლა: არ უთხრა, რომ გნახე, შეიძლება, ბექას ერიდება და ეს ამბავი ვერ გაგიმხილა. მინდა, სიმართლე იცოდე და ამიტომ გავბედე თქმაო. არ ვიცოდი, რა მეპასუხა, ან როგორ გამომეხატა რეაქცია. წაიკითხეთ სრულად
ასევე წაიკითხეთ:
“როგორი მძიმეა ეს ყველაფერი… არც გასკდა ეს ოხერი გული” - დათო ლიკლიკაძე ნერგეეთის ტრაგედიაზე
„არ შეწყვიტოთ ურთიერთობა...“ - ვისთვის იქნება იღბლიანი მომდევნო 4 დღე და ვის აფრთხილებს ასტროლოგი